Centered Image

მარცხი ნახევარფინალში

ზედმეტად ბევრი გამოუყენებელი ბრეიკპოინტი.

ჩენდუს 250-იანის პირველ ნახევარში, ნიკოლოზ ბასილაშვილი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას შეხვდა და ორსაათიან მატჩში, სამ სეტში – 6:4 4:6 3:6 დამარცხდა.

შეხვედრა თანაბარი გამოდგა და ესპანელს, თითქმის არც ერთ კომპონენტში არ ჰქონია უპირატესობა. მაგალითად, ქართველმა შეასრულა მეტოქეზე ერთი ვინერზით მეტი და დაუშვა ერთი უნებლიე შეცდომით ნაკლები. ჰქონდა შვიდი ეისით მეტიც.

გადამწყვეტი კი ბრეიკ პოინტების გამოყენების მაჩვენებელი გამოდგა. მოგებული პირველი სეტის შემდეგ, ნიკოლოზი მეორეში 1:4-დან დაბრუნდა, თუმცა შანსები ვერ გამოიყენა და პარტია 4:6 დათმო. აი გადამწყვეტ სეტში კი ქართველმა ექვსივე ბრეიკპოინტი გაანიავა, რის გამოც დათმო კიდეც მატჩი. შესაძლოა თავი იჩინა დაღლილობამაც. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზს ტურნირიზე სეტიც არ ჰქონდა წაგებული, ჩენდუში, ეს მისი მეექვსე მატჩი იყო, მაშინ, როდესაც ესპანელი, მხოლოდ მესამე შეხვედრას ატარებდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი, ATP-ს დონეზე ფინალში 2022 წლის დოჰას ტურნირის შემდეგ არ ყოფილა, ჩენდუს ნახევარფინალი კი სეზონის საუკეთესო რეზულტატია.

გარდა მთლიანობაში პოზიტიური გამოსვლისა, ნიკამ რეიტინგშც წაიწია წინ 24 პოზიციით, თუმცა ასეულში დაბრუნება მაინც ვერ მოახერხა. საამისოდ, მას ტიტული სჭირდებოდა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading