ო’მალი მოსალოდნელი დაპირისპირების დეტალებზე საუბრობს.
ქართველ მებრძოლ, მერაბ დვალიშვილთან ქამრის დაცვაზე ისაუბრა ირლანდიური წარმოშობის ამერიკელმა მებრძოლმა, შონ ო’მალიმ: „ ეს ჩხუბი აუცილებლად შედგება და შედგება წელსვე. ზუსტი თარიღი თქვენთვის ჯერ არ მაქვს, მაგრამ დანა უაიტს ვესაუბრე და ორი შესაძლო დღე დაასახელა. პირველი თარიღი არის 14 სექტემბერი და „სფეროს“ არენა ნევადაში. მეორე ვარიანტი ლას ვეგასში დეკემბერში ჩხუბია.“

შეგახსენებთ, რომ შონ ო’მალიმ სუპერმსუბუქი წონის ქამარი, UFC 299-ის ფარგლებში, ჩიტო ვერას დამაჯერებელი დამარცხებით მოიპოვა. მერაბ დვალიშვილი ქამრისთვის პირველად იჩხუბებს. ქართველი 10-გამარჯვებიან სერიაზეა და ბოლოს რუს მებრძოლ პიოტრ იანს და ჰენრი სეხუდოს მარტივადაც გაუმკლავდა. ო’მალის თქმით, თვის ბოლოს, მებრძოლებს, დაპირისპირების ზუსტი თარიღიც ეცოდინებათ.











