კოტ-დიუარელის მოულოდნელი გადაწყვეტილება.
“სკაი ნიუსის” ინფორმაციით, დიომანდემ პრემიერ ლიგას მიაშურა და ჩემპიონთა თასის ორგზის ჩემპიონ გუნდში გადასვლას დათანხმდა.
საუბარია უსმან დიომანდეზე, რომელიც “რეალში” გადაბარგებული იანის ნათესავი არაა.
ტრანსფერი, “ნოტინგემ ფორესტს,” 40 მილიონი ევრო დაუჯდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ანალოგიურ თანხას, “სპორტინგს” მცველში “ნიუკასლი” და “ბრენტფორდი” სთავაზობდნენ, თუმცა საბოლოო არჩევანი სწორედ 70-იანი წლების მიწურულის ევროპული ფეხბურთის ჰეგემონზე შეჩერდა.
“ნოტინგემისთვის”, დიომანდე ისტორიაში მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება ჰაჩინსონის, ნდოიეს და ანდერსონის შემდგომ. ეს უკანასკნელი, გუნდმა ამ ზაფხულს სარფიანად, 116 მილიონ ფუნტად “მანჩესტერ სიტის” მიჰყიდა.











