“სამეფო კლუბმა” “პსჟ-ს” და “ლივერპულს” აჯობა.
ფარბიციო რომანოს ინფრომაციით, “რეალსა” და “ლაიპციგს” შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, კოტ-დივუარელი კი მადრიდში 100+ მილიონად გადავა.
რომანო, ტრანსფერის ზუსტ თანხას არ ასახელებს, თუმცა პერესის შეთავაზება მეტი აღმოჩნდა ვიდრე “ლივერპულის”, რომელიც 90+10 მილიონ ევროზე შეჩერდა და ალტერნატივის ძიებაზე ბოლო უარის შემდეგ გადაერთო.
აფრიკელი ვინგერისთვის იბრძოლა ბოლომდე “პსჟ-მ”, თუმცა “ლაიპციგისთვის”, “რეალისგან” მიღებული შეთავაზება, პარიზულზე უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა. თანაც, “მარკას” თუ ვენდობით, თავად დიომანდემაც “პსჟ-ს” “სამეფო კლუბი” ამჯობინა.
“ასის” ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 120 მილიონ ევრომდე შეადგენს.
სამედიცინო შემოწმება შემდეგ კვირაში, მადრიდშია დაგეგმილი. კონტრაქტი 2031 წლამდე იქნება გათვლილი, ზუსტი ხელფასი კი ამ ეტაპზე უცნობი რჩება.
ტოპ ჩემპიონატებში, გასული სეზონის ყველაზე წარმატებული დრიბლიორის აქტივში, ბუნდესლიგის გათამაშებაში 12 გოლი და 8 ასისტი იყო.











