Centered Image

ერთა ლიგის სტარტი: უიმედობამ დაისადგურა

ორი განსხვავებული ტაიმი, მაგრამ საფეხბურთო კლასიკა – როცა ვერ გაიტან, გაგიტანენ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის ერთა ლიგის გათამაშება საშინაო არენაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყო. სომხეთის ნაკრებთან ჩადენილი უმსგავსობების შემდეგ გუნდი დასჯილი იყო და სტადიონზე გულშემატკივრები არ დაუშვეს – მხოლოდ რამდენიმე სექტორი, სადაც საფეხბურთო სკოლის ბავშვები ისხდნენ.

სამწუხაროდ, ჩვენმა ნაკრებმა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა და 90+9 წუთზე გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა.

ძირითადში 5 მცველი მოქმედებდა. მარჯვნიდან მარცხნივ კაკაბაძე-გოგლიჩიძე-დვალი-ლოჩოშვილი-ხარებაშვილი. ნახევარდაცვაში მექვაბიშვილი და ქოჩორაშვილი მოქმედებდნენ, შეტევაში კი კვარაცხელია-მიქაუტაძის დუეტს სანიოლიმ კვერნაძე შეუწყვილა. საბოლოოდ, ამ განლაგებამ ძალიან არ გაამართლა.

მოედნის ცენტრში 2 ნახევარმცველს სამმა ოპონენტმა ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა. ხშირად ბურთი ჩვენ გვეჭირა, მაგრამ მხოლოდ საკუთარ ნახევარზე. 45 წუთში ერთადერთი მომენტი შევქმენით, რომელიც კვარას მოწოდებული კუთხურის შემდეგ კვერნაძის თავურ დარტყმას მოჰყვა, თუმცა ცარიელი კარიდან ბურთი მეტოქეთა კაპიტანმა, ტრეი ჰიუმემ გამოიტანა.

მე-2 ტაიმიდან სანიოლმა ხარებაშვილი მოხსნა, ლოჩოშვილმა ფლანგზე გადაიწია და თამაშში ჩაკვეტაძე ჩაერთო, რამაც სურათი რადიკალურად შეცვალა. გიორგიმ შეტევას მიმართულება, კრეატივი და დინამიურობა შესძინა. რამდენიმე მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გავიტანეთ – ჯერ მიქაუტაძეს აუღო მეკარემ საოცარი ბურთი, 65-ე წუთზე კი ხვიჩამ ლოჩოშვილზე დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა – მასაც მეკარემ აჯობა.

აცილებულმა პენალტმა თითქოს ცუდად იმოქმედა ჩვენზე. ლოჩოშვილმაც და გოგლიჩიძემაც ბოლო 10 წუთში ტრავმები მიიღეს და ვილისაც 2 მცველისთვის ცვლილების დახარჯვა დასჭირდა. კვერნაძე ზურიკომ შეცვალა, კიტეიშვილმა კი მექვაბიშვილი. კიტემ ერთი მაგრადაც გაისროლა, მაგრამ მასაც მეკარემ აჯობა.

ამასობაში გოლი ვერ გავიტანეთ და დავისაჯეთ. საჯარიმოში ჩაწოდებულ აუტს გამოტანა მოჰყვა, შემდეგ ჩაბრუნება და ში ჩარლზის გატანილი გოლი 90+9 წუთზე. ამის მერე არაფრის დრო აღარ დარჩა და 0:1 დავმარცხდით.

იდეაში, ამ ჯგუფში ყველაზე სუსტ მეტოქესთან საშინაო არენაზე დავმარცხდით, რაც ჯგუფის მოგებაზე ფიქრებს ძალიან ამცირებს. სამწუხაროდ, ხვიჩასაც არ გამოუვიდა კარგი მატჩი – პირველ ტაიმში სქემაში ცოტათი დაიკარგა, პენალტი გააფუჭა, ყვითელიც მიიღო. მიქაუტაძემაც ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი – 2 კარგი მომენტი გაუცუდდა.

სამწუხაროდ, ერთა ლიგის ჯგუფს ცუდად ვიწყებთ, მაგრამ ვერც იმას ვიტვით, რომ ყველაფერი დაკარგულია. შანსი ისევ არსებობს, მაგრამ საკმაოდ მწირი. უკვე მკვეთრად ჩანს, რომ ვილი საკუთარი თავის ამოწურვისკენ მიდის და თითქოს ახალი ვარიანტების ძიებაც რაღაცნაირად გედის სიმღერას ჰგავს.

წარმატებები საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading