Centered Image

ერთი ნაბიჯი ძირითად ბადემდე

ალმათის ტუნრირი, ქართველისთვის, წარმატებულად დაიწყო.

ყაზახურ 250-იანზე, ნიკას, სამწუხაროდ, ისევ საკვალიფიკაციო ბარიერის დაძლევა უწევს. ბასილაშვილი, რომელიც შესარჩევ რაუნდში მეხუთე ნომრადაა განთესილი, პირველი მატჩში იაპონელ ტარო დანიელს დაუპირისპირდა და ორ სეტში – 6:2 7:5 დაამარცხა.

საათსა და 20 წუთს გაგრძელებულ შეხვედრაში, ნიკამ მეტოქეზე სამი ეისით მეტი შეასრულა, 4-ით მეტი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და მთლიანობაში, საკმაოდ ხარისხიანი სტატისტიკაც დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ იაპონელი ჩოგბურთელი, ბასილაშვილისთვის ტურში ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ მეტოქედ შეიძლება ჩაითვალოს. ოთხ ჩატარებულ ურთიერთშეხვედრაში, ნიკას სეტიც კი არ დაუთმია ტაროსთვის.

ძირითად ბადეში მოსახვედრად, ქართველი ჩოგბურთელი, უოლტონს დაუპირისპირდება. ავსტრალიელი მოთამაშე კვალიფიკიაციაზე მეორე ნომრადაა განთესილი. ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading