Centered Image

ერთი ყველას წინააღმდეგ – სელტიკსი უკეთესია

ბოსტონში NBA-ს ფინალების მეორე მატჩი შედგა და გამარჯვებული ამჯერადაც მასპინძელია.

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, სელტიკსს გამარჯვება ბევრად უფრო რთულად ერგო. პირველ ტაიმში დალასი 7 ქულით იგებდა კიდეც, თუმცა მასპინძლებმა სხვაობა ნელ-ნელა დაქაჩეს და ანგარიშით 105-98 მოიგეს.

ბოსტონი პირველი მატჩისგან განსხვავებით პერიმეტრიდან საშინლად ესროდა – მასპინძლებმა 39-დან მხოლოდ 10 სამქულიანი ჩააგდეს (25.6%), თუმცა, ამ კომპონენტში მეტოქეს არც დალასი ,,ჩამორჩა” – სტუმრებმა 26-დან მხოლოდ 6 სამქულიანი ჩააგდეს (23.1%). ბოსტონის გუნდურობა სამაგალითო იყო შეტევაში – ხუთმა მოთამაშემ 12 და მეტი ქულა მოაგროვა. ასევე, სელტიკსმა 29 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ბოსტონის მხრიდან საუკეთესო ამჯერად ჯრუ ჰოლიდეი იყო, რომელსაც 26 ქულა (11/14), 11 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა ისე, რომ ბურთი არ დაუკარგავს. ისევ კარგი მატჩი ჩაატარა ჯეილენ ბრაუნმა. მის ანგარიშზე 21 ქულა (8/15), 7 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა იყო. სამმაგ დუბლთან ახლოს იყო გუნდის ლიდერი ჯეისონ ტეიტუმი, რომელმაც 12 პასი გააკეთა, ბურთი 9-ჯერ მოხსნა და 18 ქულა მოაგროვა, თუმცა სამიზნე ვერც ამ შეხვედრაში გაისწორა. ტეიტუმმა 22-დან მხოლოდ 6 სროლა გამოიყენა და 7-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ბევრი მიკრო-ტრავმის მიუხედავად, კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო ლუკა დონჩიჩი, რომელმაც განსაკუთრებით კარგად პირველი ტაიმი ჩაატარა. სლოვენიელმა საპლეიოფო კარიერაში მე-10 სამმაგი დუბლი შეასრულა და ამ მაჩვენებლით ლიგის ისტორიაში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. 32 ქულა (12/21), 11 მოხსნა, 11 პასი და 4 ჩაჭრა. კაირი ირვინგის მორიგი უფერული მატჩის ფონზე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. კაირი გუნდს მხოლოდ 16 ქულითა(7/18) და 6 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. მარცხის მიუხედავად, კარგი მატჩი ჰქონდა ფი ჯეი ვაშინგტონს, რომელმაც 17 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა თავი.

ჯერჯერობით ფავორიტები დამაჯერებლად იგებენ, მავერიკსის ბანაკში კი არეულობაა. დონჩიჩის ტრავმები, ირვინგის დაბალშედეგიანობა და არასაკმარისად კარგი დაცვა იმ პრობლემათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელიც დალასს აწუხებს.

სერია ამჯერად უკვე ტექსასში გადაინაცვლებს, სადაც მასპინძლებს აუცილებლად მოსაგები ექნებათ – წინააღმდეგ შემთხვევაში სერიის ბოსტონის სასარგებლოდ დასრულება უკვე დროის საკითხი გახდება. მესამე მატჩი 13 ივნისს, თბილისის დროით 04:30-ზე გაიმართება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading