Centered Image

მილანისა და ლეაოს ურთიერთობაში ცა მოიღრუბლა

სწორი ნათქვამია, რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი, ძალიან პატარა ნაბიჯია.

გავლენიანი იტალიური გამოცემები საკმაოდ ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის კონტურებიც ამ სეზონის მე-2 ნახევარში უკვე იხაზებოდა. მილანში რაფაელ ლეაოს თაობაზე გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალეს და პორტუგალიელი შემტევი ტრანსფერზე ოფიციალურად დააყენეს!

ზაფხულში პორტუგალიელის სანაცვლოდ რომელიმე კლუბი დაახლოებით €45/50 მილიონს მაინც თუ გადაიხდის, “როსონერი” 26 წლის ფეხბურთელს აუცილებლად შეელევა.

დაახლოებით 4-5 თვის წინ რაფაელ ლეაოს თაობაზე სულ სხვა სიტუაცია იყო, კერძოდ მილანი და პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტზე მუშაობდნენ, თუმცა როგორც ჩანს სიტუაცია ახლა თავიდან ბოლომდე შეიცვალა და დიდი შანსია გუნდის ათიანმა სეზონის ბოლოს სან სირო დატოვოს.

ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე ახსნა აქვს. პირველ რიგში ფეხბურთელის რეგრესზე საუბრობენ, შემდეგ კი მაქს ალეგრის სათამაშო სქემაზე. პორტუგალიელმა ბოლო სეზონებში, რომ ხარისხი საგრძნობლად დააგდო ამაში ალბათ ყველა თანხმდება, რასაც ახალი სათამაშო სქემაც ემატება, რომელშიც რაფაელ ლეაო თავს კომფორტულად ნამდვილად ვერ გრძნობს. სწორედ ამ მიზეზების გამო შეიძლება დატოვოს 26 წლის ფეხბურთელმა “როსონერი”.

რაფაელ ლეაო მილანის ღირსებას 2019 წლიდან იცავს, ამ დროში კი პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 287 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 80 გოლი და 65 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, რაფაელ ლეაოს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading