ქართველმა ბომბარდირმა, რაიან შერკი, “ბარსელონას” სუპერვარსკვლავზე მაღლა დააყენა:
“როდესაც თავად ფეხბურთელი ხარ, ძალაუნებურად მოგწონს ისეთი მოთამაშეებისთვის თვალყურის დევნება, როგორებიც შერკი და იამალი არიან. თანაც, შერკის იამალზე მაღლა დავაყენებდი.
რაიანი ორივე ფეხით თანაბრად თამაშობს, მაშინ, როდესაც იამალს ეს თვისება ნაკლებად აქვს განვითარებული, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენას ზოგჯერ იყენებს. ამბიდექსტერობის გარდა, შერკი მოედანს იდეალურად ხედავს, იტანს და ატანინებს პარტნიორებს. ასევე მაღალ დონეზე ასრულებს სტანდარტებს. მას ფეხბურთში ყველაფერი ეხერხება.” განაცხადა “Goal-თან” ინტერვიუში ჟორჟ მიქაუტაძემ.










