Centered Image

პლეი-ოფებში ზედიზედ მეთერთმეტედ

“ბრაზილიის” ნაკრების სერია გრძელდება.

C ჯგუფის მესამე რაუნდის შეხვედრაში, ანჩელოტის გუნდი შოტლანდიას დაუპირისპირდა და უშანსოდ – 3:0 დაამარცხა.

ვინისიუსმა მცველების შეცდომით ისარგებლა და გოლი მეშვიდე წუთზე გაიტანა, 22-ეზე კი მეორე ბურთიც მიაყოლა, თუმცა ვარმა გოლი გააუქმა.

თავისი დუბლი, “რეალის” შემტევმა პირველი ტაიმის დამატებულ დროში მაინც შეასრულა.

მეორე ნახევარში, ისევე როგორც ჰაიტისთან მატჩში, “სელესაო” ეკონიმიის რეჟიმზე გადაერთო, თუმცა მესამე გოლი მაინც გაიტანა – კუნიამ, მესამოცე წუთზე, საბოლოო ანგარიში – 3:0 დააფიქსირა.

ბრაზილიელები, მუნდიალების პლეი-ოფებში ზედიზედ მეთერთმეტეჯერ გავიდნენ.

ვინისიუსის და კუნიას ამ მუნდიალისთვის ტრადიციული შედეგიანობის გარდა, გამოსარჩევი მომენტი მეორე ტაიმში დაფიქსირდა, როდესაც მოედანზე ნეიმარი გამოჩნდა.

ის სულ მეოთხე ბრაზილიელი გახდა, რომელმაც მონაწიელობა ოთხ მუნდიალზე მიიღო. მის გარდა ეს ჯალმა სანტოსს, კაფუს და პელეს აქვთ გაკეთებული.

ასევე, 2002 წლის შემდეგ, ვინისიუსი გახდა პირველი ბრაზილიელი, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში მოახერხა გოლის გატანა. მაშინ ეს რივალდომ და რონალდომ შეძლეს. იდენტური მიღწევები აქვთ ჟაირზინიოს -1970 წელს და რომარიოს – 1994 წლის მსოფლიოს ჩემპუიონატზე.

პარალელურად, ამავე ჯგუფში მაროკოს ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში ჰაიტის 4:2 დამარცხება მოახერხა და ასევე გაინაღდა პლეი-ოფების საგზური, შოტლანდიის ნაკრები კი სამი ქულით მესამე ადგილზეა და სხვა ჯგუფებში მოვლენების განვითარებას უნდა დაელოდოს.

1/16 ფინალში, ბრაზილიის ნაკრები F ჯგუფის მეორე ადგილოსანს შეხვდება (ამ მომენტში იაპონია), ხოლო მაროკო იმავე ჯგუფის გამარჯვებულს (ნიდერლანდები ამ წუთისთვის). შოტლანდიელები, მესამეადგილოსნებს შორის, ჯერ-ჯერობით მეექვსე ვირტუალურ პოზიციაზე იმყოფებიან.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading