Centered Image

ზურიკო და პორტუგალია – საკითხი უფრო აქტიური ხდება

დავითაშვილის სანაცვლოდ ლისაბონური გრანდი თანხის დაზოგვას არ გეგმავს.

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული სენტ ეტიენის ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა, კარიერა ლისაბონის ბენფიკაში გააგრძელოს.

პორტუგალიურ პრესაში იწერებიან, რომ ლისაბონური კლუბი სენტ ეტიენთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართველი გარემარბის ტრანსფერზე და არაა გამორიცხული, პროცესი დაჩქარდეს.

ფრანგული პრესის ცნობით, სენტ ეტიენი ზურიკოს დაახლოებით 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა. სხვა დეტალები ბენფიკასთან დაკავშირებით ჯერ უცნობია, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი უკვე დაუკავშირეს ჰოფენჰაიმს, ევერტონს, ტრაბზონსპორს, რენს, ფენერბაჰჩეს, ბეშიქთაშსა და პანათინაიკოსსაც. თუმცა, როგორც ჩანს, პირველი, კონკრეტული ნაბიჯი ბენფიკამ გადადგა.

ზურიკო დავითაშვილი სენტ ეტიენში ბორდოდან, 2024 წლის ზაფხულში, 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა “მწვანეებთან” ერთად პირველი სეზონი საფრანგეთის მთავარ დივიზიონში გაატარა, მეორე დივიზიონში დაქვეითების შემდეგ კი მის ლიდერად იქცა და ყველა ტურნირის 33 მატჩში გატანილი 16 გოლითა და შესრულებული 5 საგოლე პასით.

რთულად წარმოსადგენია, რომ დავითაშვილი სენტ ეტიენში დარჩეს და ლიგა 2-ში კიდევ ერთი სეზონი გაატაროს. ამიტომაც, მიმდინარე ზაფხულს მისი ტრანსფერის შანსი ძალიან მაღალია.

წარმატებები ზურიკო დავითაშვილს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading