საუთგეიტი „ოლ ინს“ ჩამოდის.
„აქ უკვე რვა წელია ვარ და არ შეიძლება მუდმივად იძახო – ‘კიდევ ცოტაც მოითმინეთ’, სადღაც ადამიანებსაც ყელში ამოუვათ და მოთმინებასაც დაკარგავენ. ასე რომ, როგორც ჩანს, თუ ევრო ვერ მოვიგეთ, ეს ჩემი ბოლო ტურნირი იქნება ნაკრების სათავეში.
დიდი ტურნირების შემდეგ მწვრთნელთა ლამის ნახევარი ტოვებს თანამდებობას. ასეთია სანაკრებო სპეციფიკა.“ განაცხადა “Bild“-თან საუბარში ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუთგეიტმა.

საუთგეიტი, ინგლისის ნაკრებს, სემ ელერდაისის სკანდალური გადაყენების შემდეგ, 2016 წლის სექტემბერში ჩაუდგა სათავეში. 53 წლის თავკაცის ხელში, გუნდმა ევრო 2020-ის ფინალი და 2018 წლის მუნდიალის ნახევარფინალი ითამაშა.
2018 წელს, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ, საუთგეიტი, წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
53 წლის სპეციალისტს, ინგლისის ნაკრებთან კონტრაქტი, 2024 წლის ბოლოს ეწურება.











