Centered Image

იამალის რეკორდები, რუისის კარიერის მატჩი და განახლებული ესპანეთი

ესპანეთმა ხორვატია „სიკვდილის ჯგუფის“ პირველ მატჩში გაანადგურა.

დე ლა ფუენტეს გუნდმა, მსოფლიოს მოქმედი ბრინჯაოსმედალოსანი ხორვატიის ნაკრები, დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.  

ანგარიში ფაბიან რუისის ეფექტური გადაცემით, ალვარო მორატამ გახსნა, ცოტა ხანში კი თავად „პე-ეს-ჟე-ს“ ნახევარმცველმა, ულამაზესი დრიბლინგის შემდეგ, ესპანელთა უპირატოსობა ორ ბურთამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს, იამალის ჩაწოდებას დანი კარვახალი გამოეხმაურა და ანგარიში 3:0 დააფიქსირა. მატჩის მეორე ნახევარში, მიუხედავად ესპანეთის ნაკრების კარში დანიშნული პენალტისა, გოლები აღარ გასულა.

შეხვედრაში რამდენიმე გამოსარჩევი სტატისტიკური ფაქტი დაფიქსირდა. „ბარსას“ მარჯვენა ვინგერი, ლამინ იამალი, გახდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ჯერ მოედანზე გამოსული, შემდეგ კი საგოლე მოქმედების ავტორი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე. ამ მომენტში, მოროკოული წარმოშობის ესპანელი, 16 წლის და 338 დღის იყო (თითქმის 9 თვით უმცროსი წინა რეკორდსმენზე, პოლონელ კოზლოვსკიზე, რომელიც აქამდე ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო და თითქმის ორი წლით უმცროსი ბელგიელ ენცო შიფოზე, რომელმაც შედეგიანი პასი, 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე, 18 წლის ასაკში შეასრულა).

ასევე ალვარო მორატასთის, გატანილი გოლი, ევროპის ჩემპიონატებზე მეშვიდე აღმოჩნდა და ის ამ მაჩვენებლით, ანტუან გრიზმანს დაეწია, გადავიდა რა მესამე პოზიციაზე. მორატა და გრიზმანი ჩემორჩებიან მხოლოდ მიშელ პლატინის (9) და კრიშტიანუ რონალდუს(14).

საინტერესოა, რომ ესპანეთი დამარცხდა ბურთის ფლობის მაჩვენებლით –  46:54, რაც მოხდა პირველად ბოლო 137 ოფიციალურ შეხვედრაში.

აღსანიშნავია, რომ ხორვატიისთვის, ამ სხვაობით მარცხი, ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე გამანადგურებელი წაგებაა 1996 წლის ევროპის პირველობის შემდეგ, როდესაც ხორვატები პორტუგალიასთან ამავე ანგარიშით დამარცხდნენ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading