მაიამიში ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი გაიმართა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშებაში ჩაებნენ მე-2 ეშელონის ფავორიტები – ბელგიისა და ურუგვაის ნაკრებები. ბელგია სიეტლში ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდა, ურუგვაელები კი მაიამიში საუდის არაბებს გაეჯიბრნენ.
ბელგიელებმა კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვეს. რუდი გარსიას გაწვრთნილი გუნდი აშკარად განიცდის შეტევის გამამწვავებელი ფეხბურთელების ნაკლებობას – ტროსარი და დოკუ ამ დონეს ვერ ქაჩავენ, კევინ დე ბრუინს კი იმისთვის რომ გუნდს მარტომ ულიდეროს, აღარც სისწრაფე ჰყოფნის და აღარც ასაკი.

ბელგიელები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ფლობდნენ ბურთსა და ტერიტორიას, მაგრამ სახიფათო მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდათ. ამასობაში, ეგვიპტელთა კონტრ-იერიში გაეპარათ და მე-19 წუთზე საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით ემამ აშურმა ანგარიში გახსნა. ასისტენტი იუბილარი, გუნდის კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავი, მოჰამედ სალაჰი გამოდგა, ეგვიპტემ კი არსებობის ისტორიაში მუნდიალზე პირველად მოიგო ერთი ტაიმი.
მე-2 ტაიმში ბელგიელთა უპირატესობა კი გაიზარდა, მაგრამ უფრო მწვავე იერიშები ეგვიპტელებს ჰქონდათ. რამდენჯერმე ნაკრები კურტუამ იხსნა, დანარჩენ შემთხვევებში კი ეგვიპტელებს სიზუსტე არ ეყოთ.
66-ე წუთზე თამაშში ტრავმიდან დაბრუნებული რომელუ ლუკაკუ ჩაერთო და ეგრევე გოლი გამოიმუშავა. ტომას მუნიეს ჩაწოდების შემდეგ ლუკაკუ კარის გასწვრივ ორ მცველს შორის ჭიდაობით შევარდა. მართალია, ბურთს თვითონ ფეხი ვერ მოარტყა, მაგრამ მეტოქეს წონასწორობა დააკარგვინა მოჰამედ ჰანიმ თავის კარში გაიტანა.

ბელგიელებმა მეტი ვერაფრის გაკეთება შეძლეს, როცა ეგვიპტეს რამდენიმე მწვავე კონტრ-შეტევა კიდევ ჰქონდათ. საბოლოოდ ფრე, 1:1 მივიღეთ. ეს ბელგია ნამდვილად არ ჰგავს შორს წამსვლელს, ეგვიპტელებს კი მათთვის ისტორიული შედეგის დაფიქსირება ნამდვილად შეუძლიათ.

რადიკალურად სხვა სურათი ვნახეთ მაიამიში. მარსელო ბიელსას გაწვრთნილმა ურუგვაის ნაკრებმა სუპერ-ინტენსიური, დინამიური, ტემპიანი და აგრესიული ფეხბურთი ითამაშა. საუდელებმაც ოპონენტს ტოლი არ დაუდეს და თავი მაგრად დაიცვეს. იმდენი მოახერხეს, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ზედიზედ 2 კუთხური მოაწოდეს და გოლიც გაიტანეს. მუსლერას უდიერად მოგერიებულ ბურთს პირველი საუდელთა ცენტრალური მცველი, აბდულელა ალ’ამრი დაუხვდა და ანგარიში 41-ე წუთზე გახსნა.

მე-2 ტაიმში ბიელსამ ფლანგზე გამწესებული ვალვერდე ცენტრში შემოიყვანა, დარვინ ნუნიესი კი საერთოდ გაიყვანა. სამხრეთ ამერიკელებმა მეტოქე დაბომბეს, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოახერხეს გოლის გატანა. საუდელთა მეკარემ, რომელიც საუდის არაბეთის მე-2 ლიგაში თამაშობს, უბრალოდ დაგლიჯა. ურაგვაელებმა ჯამურად მეტოქის კარისკენ 27-ჯერ დაარტყეს, მოჰამედ ალ’ოვაისის კი 9 მოგერიება ჰქონდა, მათ შორის რამდენიმე ძალიან რთული.
ურუგვაელებმა გოლი 80-ე წუთზე გაიტანეს. ფედერიკო ვინიასის თავური დარტყმის შემდეგ ალ’ოვაისი ზუსტად ვეღარ გადმოეწყო და მაქსიმილიან არაუხოს მიერ დამატებაზე დარტყმული ბურთი ახლო კუთხეში გაუძვრა.

ორივე გუნდს მადლობა უნდა ვუთხრათ, განსაკუთრებით ურუგვაის – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ენერგიული მატჩი მათ შორის, რაც ამ მუნდიალზე ვნახეთ. მითუმეტეს, თუ იმავე დღეს გამართულ ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩებს შევადარებთ, სადაც იყო მომენტები, სადაც ბურთიანი მოთამაშეები უბრალოდ იდგნენ და მეტოქის შეცდომებს ელოდნენ.
მუდლიანი ხურდება – წინ კიდევ უფრო საინტერესო მატჩები გველოდება!










