ნიკამ, მადრიდის პირველი წრე გაინაღდა.
სეზონის მთავარ ესპანურ ტურნირზე, პირველი საკვალიფიკაციო ბარიერის გადალახვის და სტეფანო ტრავალიას დამარცხების შემდეგ, ბასილაშვილს წინ ნაცნობი მეტოქე ელოდა.
კიპსონთან, ნიკამ, ამ სეზონში უკვე ითამაშა და მაიამის კვალიფიკაციაზე მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო, მადრიდული დაპირიპსირება კი ბევრად მძიმე გამოვიდა.
2 საათსა და 36 წუთში დასრულებულ შეხვედრაში, 39 შესაძლოდან 36 გეიმი გათამაშდა, სულ ოთხი ბრეიკპოინტი იყო და ჯამში, ერთადერთი დააკრგული ჩაწოდება.
მოთამაშეებმა პირველი ორი სეტი ტაიბრეიკებზე გაცვალეს, მესამე პარტიაში კი გადამწყვეტი მოვლონები 4:4-ზე განვითარდა, როდესაც ქართველმა, მატჩში ერთადერთი ბრეიკი შეასრულა და შეხვედრა 6:7 7:6 6:4 მოიგო.
მატჩში სულ 30 ეისი შესრულდა, 19 კიპსონს და 11 ნიკას. აღსანიშნავია, რომ ვინერზების და უნებლიე შეცდომების ბალანსი, ბასილაშვილს -1 ხოლო ამერიკელს +5 ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტი ქულები უფრო გამოცდილ ქართველს დარჩა.
ძირითადი ბადის პირველ წრეში, ქართული ჩოგბურთის ლიდერის მეტოქე 29 წლის ავსტრიელი ოფნერი იქნება. მსოფლიოს 83-ე ჩოგნის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი თიხის სპეციალისტ ეჩევერიზე გავა.










