Centered Image

“რეალის” ლიდერებს, არბელოას დარჩენა სურთ

მბაპე და ვინისიუსი, სეზონის ბოლოს, არბელოას პოტენციურ გაშვებას აპროტესტებენ.

The Athletic-ის ინფრომაციით, მადრიდული გუნდის რიგ ვარსკვლავებს, ალვარო არბელოას კანდიდატურა აკმაყოფილებთ. გამოცემის ინსაიდერებს თუ დავეყრდნობით, როგორც მბაპე, ისე ვინი მიიჩნევენ, რომ არბელოას გაშვებით, “სამეფო კლუბში” ვითარება კვლავ აირევა, ხოლო თავად სპეციალისტი, სრულფასოვანი სეზონის ფონზე, უკვე ტიტულების დადებასაც შეძლებს. გუნდის ვარსკვლავები, 43 წლის მწვრთნელს, ახასიათებენ როგორც სამუშაოდ კომფორტულ სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია მოთამაშეების მოსმენა და მათი პოტენციალის ბოლომდე გახსნა.

The Athletic-ის ინფორმატერბს მიაჩნიათ, რომ “რეალის” წარუმატებელი სეზონი, ფეხბურთელთა გარკვეული კატეგორიის აზრით, უნდა დაბრალდეს თავიდანვე აღებულ მცდარ გეზს, რომელსაც კლუბმა ზედმეტად გვიან გადაუხვია.

შეგახსენებთ, რომ აქამდე, “რეალის” თავკაცის როლში, არბელოას პოტენციურ ჩამნაცვლებელთა შორის ფავორიტებად დიდიე დეშამი, მასიმილიანო ალეგრი, ტომას ტუჰელი და მაურისიო პოჩეტინო დასახელდნენ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading