Centered Image

ინფანტინო მორიგი პრობლემების წინაშეა

კიდევ ერთი კომპრომატი ფიფას შეფზე.

The Telegraph-ის ინფორმაციით, უეფამ უკვე წამოიწყო ჯანი ინფანტინოს ორგანიზაციაში 16-წლიან მოღვაწეობასთან დაკავშირებით შიდა გამოძიება.

საფუძვლად კი ამას დაედო ინფრომაცია, რომ თითქოს ფუნქციონერი, უეფაში მუშაობისას, საყვარლისთვის დამატებით გამოყოფილ გადასახადებში ორგანიზაციის ფულს ფლანგავდა.

გარდა ამისა, ქალბატონი, რომლის გვარი არ სახელდება, სამჯერ იყო დაწინაურებული ორი წლის განმავლობაში, მისმა ხელფასმა კი ამ პერიოდში 300%-ით მოიმატა.

გარდა ამისა, უეფას დატოვების შემდეგ, მან მიიღო ბიზნეს სკოლის გავლის სრული დაფინანსება (MBA-ში ერთი წელი კი 45 000 ევრო ჯდება). ამაშიც, The Telegraph-ის ინფორმაციით ჯანის ხელი ურევია.

ინფანტინოს, ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სერიოზული ფულადი სანქციები ელის, რადგან უეფას კანონმდებლობით, მსგავსი რამ უფლებამოსილების გადაჭარბებად და ბოროტად გამოყენებად ითვლება.

ორგანიზაციაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გამოძიებულ იქნება მთელი ის პერიოდი, როდესაც ჯანი ხსენებულ ორგანიზაციაში მუშაობდა, ანუ 2000-დან 2016-მდე, სანამ ის ბლატერს ჩაანაცვლებდა და ფიფას მმართველად დაინიშნებოდა.

ინფანტინო, 2001 წლიდან დაქორწინებულია ლინა ალ-აშკარზე. მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading