იშვიათი ნულოვანი ფრე მუნდიალზე.
G ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, SoFi Stadium-ზე, ერთმანეთს ბელგიის და ირანის ნაკრებები შეხვდნენ და მშრალ ფრეზეც დაზავდნენ.
შეხვედრამ გარდამავალი უპიორატესობით ჩაიარა. პირველ ნახევარში, ჯარიმიდან ორიგინალური გათამაშების შედეგად ტარემის გატანილი გოლი ვარმა გააუქმა, ხოლო მეორე ტაიმში, წინა პლანზე კიპერები გამოვიდნენ. კურტუამ და ბეირანვანდმა რამდენიმე დასამახსოვრებელი სეივი შემოგვთავაზეს.
კიდევ ერთი დასამახსოვრებელი რამ 66-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ნგოიმ, თავისივე უხეში შეცდომის შემდეგ ბოლო იმედის ფოლი აიღო და წითელი ბარათიც დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ირანის ნაკრები, მატჩზე მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული შემადგენლობით გამოვიდა. გუნდის საშუალო ასაკმა 32 წელი და 181 დღე შეადგინა, ხოლო 30-ზე უმცროსი, სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ სამი ფეხბურთელი აღმოჩნდა, 27 წელიწადზე ნაკლების კი არცერთი.
რაც შეეხებათ ბელგიელებს, მუნდიალებზე, მათმა მოუგებელმა სერიამ დღევანდელი ფრის შემდეგ 4 შეხვედრამდე მიაღწია. მსოფლიოს გასულ პირველობაზე, “წითელი ეშმაკები” საერთოდაც ჯგუფში ჩარჩნენ.
შედეგად, G ჯგუფს, ჯერ-ჯერობით, მოგების მქონე გუნდი არ ჰყავს. მეორე რაუნდის კიდევ ერთ შეხვედრაში, ერთმანეთს ეგვიპტის და ახალი ზელანდიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.











