Centered Image

ისევ ტატო ნაკრების მხსნელად

მეოთხე ტიტული უმძიმეს ბრძოლაში.

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მორiგ დღეს ჩვენი გუნდი ოქროს მედლის გარეშე შეხვდა, თუმცა ტატამიზე სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი უნდა გამოსულიყო, რაც ტრადიციულად, იმედიანად ყოფნას ნიშნავდა.

81კგ წონითი კატეგორიის ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ძიუდოისტმა, მეოთხე ტიტულისკენ გზა შვეიცაირიელი ბონფერონის წინააღმდეგ დაიწყო, რომელსაც იპონით გაუკლავდა. შემდეგ იყო უფრო რთული ორთაბრძოლები ჰურკოვიჩთან და სიმინთან, თუმცა გრიგალაშვილმა ეს ბარიერებიც გადალახა და ფინალში გავიდა, სადაც მას მასპინძელი ტსკაევი ელოდა.

აზერბაიჯანელთან დაპირისპირება, ტატოს კარიერაში ერთ-ერთი ურთულესი გამოვიდა. ბრძოლა ათ წუთზე მეთ ხანს გაგრძელდა, გოლდენ სქორში კი ორ-ორი შიდოს და უსაზღვრო დაღლილობის ფონზე, ქართველმა ფალავანმა მასპინძელს ვაზარი შეუსრულა, საქართველოს დელეგაციას კი პირველი ოქრო მოუტანა. თავად ტატოს ბრწყინვალე კარიერაში კი ეს ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატებზე უმაღლესი სინჯის მეოთხე მედალი იყო.

შეგახსენებთ, აქამდე, ჩვენს გუნდს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი სარდალაშვილმა მოუტანეს – შესაბამისად ვერცხლი და ბრინჯაო.

ხვალ, ჩვენთვის ტრადიციულად გამორჩეული წონითი კატეგორიის, 90კგ-ს ჯერი დადგება, სადაც ორი გამორჩეული მებრძოლი გვეყოლება. ლაშა ბექაური, ასპარეზობას პირელი წრიდან დაიწყებს, სადაც მას კორეელი სონი ელის, ხოლო ლუკა მაისურაძე, საქმეში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე კი ანდონისა და რუტოვიჩის ორთაბრძოლაში გაიკრვევა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading