Centered Image

სანდრო ისევ კალიფორნიელებთან

ჩვენი ფორვარდი ამჯერად ყველაზე შედეგიანი იყო.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ლოს ანჯელეს ლეიკერსის ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი ახალ გუნდში თავს ნელ-ნელა იმკვიდრებს. ლეიკერსი საკრამენტოსთან გამარჯვების შემდეგ ისევ თანაშტატელს, გოლდენ სტეიტ უორიორს დაუპირისპირდა და ამჯერად უკვე 124:98 დამარცხდა. დიდწილად ამის განმაპირობებელი მე-2 ტაიმი იყო, სადაც ორივე გუნდი უმეტესად სათადარიგო მოთამაშეებს დაეყრდნენ და გამოსცადეს.

სანდრო მამუკელაშვილი ამჯერად სასტარტო ხუთეულში, ცენტრის პოზიციაზე იყო, 18 წუთზე ცოტა მეტი ითამაშა და თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. მამუმ 10-იდან 6 სროლა გამოიყენა, მათ შორის 3/4 სამქულიანი, 2 მოხსნაც დაამატა და 2 პასიც.

თანაგუნდელთაგან სანდროს ვერავინ მიუახლოვდა, თამაშში ყველაზე მეტი კი იაქსელ ლენდებორგმა ჩააგდო გოლდენისგან.

22 ოქტომბრამდე, ანუ ოფიციალური მატჩების დაწყებამდე ლეიკერსი კიდევ 3 მატჩს გამართავს “პრესეზონის” ეგიდით – საკრამენტო კინგსთან, გოლდენ სტეიტ უორიორზისთან და დენვერ ნაგეტსთან. იმედია, სანდრო თავს ისევ წარმატებულად წარმოაჩენს და სეზონში მეტი დროის მისაღებად მზად იქნება.

წარმატებები სანდრო მამუკელაშვილს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading