Centered Image

ისევ ჩემპიონი!

მსოფლიოს ძიუდოს ლეგენდამ, მარათონულ ფინალში, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს სძლია.

34 წლის ქართველმა ფალავანმა, აზერბაიჯანელი ჰეიდაროვი, ფინალური ბრძოლის გოლდენ სქორის მეხუთე წუთის მიწურულს, სამი შიდოს ხარჯზე დაამარცხა და ისედაც ტიტულებით გადახუნძლულ კარიერას, კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი საშინაო ოქრო შემატა.

ლაშამ, ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, ფინალამდე გზაზე ჯერ ფინელი ოლინი, შემდეგ რუმინელი დუმიტრესკუ და კოსოვოეილი გიაკოვა დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ფრანგი გაბა დატოვა უშანსოდ.

გამოცდილი ქართველი ძიუდოისტი, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონია, ხოლო კიდევ ორ ოლიმპიურ თამაშებზე დანარჩენი სინჯის მედლები აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, ლაშა, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონიცაა. ევროპის ჩემპიონატებზე, ეს ოქრო შავდათუაშვილისთვის ჯამში მეშვიდეა (გუნდურების ჩათვლით).

იმავე, 73 კგ წონით კატეგორიაში, იასპარეზა მიხეილ მახბახაშვილმაც, თუმცა 26 წლის ქართველი, მერვედფინალში თურქ ჩილოღლუსთნ დამარცხდა.

შეგახსენებთ, ლაშამდე ნახევარი საათით ადრე, საქართველოს დელეგაციას საშინაო ევროპირველობის პირველი ოქრო ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა, ხოლო გუშინ, ასპარეზობის პირველ დღეს, სარდალაშვილმა, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading