Centered Image

ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ნახევარფინალი  პაოლინის დარჩა

იტალიურმა ტალღამ ქალთა ჩოგბრუთიც წალეკა.

2 საათს და 51 წუთს გრძელდებოდა „უიმბლდონის“ პირველი ნახევარფინალი ქალთა ერთეულთა ბადეში. ვეკიჩმა და პაოლინიმ სერენა უილიამსის და ელენა დემენტიევას შორის ნათამაშებ 2009 წლის ნახევაფინალს, ზუსტად ერთი წუთით აჯობეს.

მართალია დონე ახლოსაც არ იყო როგორც  ზემოთ ხსენებულ ლეგენდარულ მატჩში, რომელიც ტურნირის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრად ითვლება, სამაგიეროდ დაძაბულობა და დრამატიზმი არანაკლები იყო – 2:6 6:4 7:6(8), გამარჯვება გადამწყვეტი სეტის სუპერტაიბრეიკზე.

ბრძოლა იმდენად თანაბარი იყო, რომ ყველაფერი ბოლოში აღებულმა რამდენიმე ქულამ გადაწყვიტა. ვეკიჩის ბევრად შემტევი ჩოგბურთი პაოლინის კედელთან უკანასკნელი ორი ქულის დროს უძლური აღმოჩნდა.

პაოლინი ღია ერის პირველი იტალიელი ქალი გახდა, ვინც ერთზე მეტ სლემზე მოახერხა ფინალში გასვლა (ერანის და სკიავონეს როლან გაროზე ჰქონდათ ფინალები, ვინჩის და პენეტას ამერიკის ღია პირველობაზე, თანაც ერთმანეთში).

ასევე ჟასმინი „უიმბლდონის“ პირველი ქალი ფინალისტი გახდა თავისი ქვეყნიდან ღია ერაში.

გარდა ამისა, 28 წლის მოთამაშე ერთადერთი იტალიელი ქალი ჩოგბურთელია, ვისაც სამ სხვადასხვა საფარზე ერთი სეზონის ფარგლებში აქვს ფინალი ნათამაშები (როლან გაროს და „უიმბლდონის“ გარდა დუბაის ჰარდის მასტერსიც).

„ბოლო თვეები ნამდვილი საგიჟეთი იყო, ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს იმის ახსნა თუ რატომ ახლა, 28 წლის ასაკში და არა სხვა დროს. უბრალოდ ვცდილობ მომენტით ვიცხოვრო. წარმოუდგენელია, რომ ბავშვობაში ტელევიზორთან ვუყურებდი „უიმბლდონის“ ფინალებს, ახლა კი მეთვითონ ვიქნები ამ ყველაფრის თანამონაწილე.“ განაცხადა განელ-პოლონელ იტალიელმა, რომელიც ამ სეზონამდე საერთოდ არ იყო დიდი სლემის მეორე კვირაში ნამყოფი.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading