იტალიამ ტიტული დაიცვა და ნაციონალური საფრენბურთო ლიგის (VNL-ის) 2025 წლის გათამაშების ჩემპიონი გახდა.
ვუჯში (ლოძში) მიმდინარე ტურნირის ფინალურ სტადიაზე, მეოთხედფინალში იტალიელებმა შეერთებული შტატები, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელი პოლონეთი უშანსოდ, სამ-სამ სეტში დაამარცხეს.
ბრალიელთა ფინალამდე მიმავალი ზგა უფრო რთული გამოდგა. გერმანიასთან მოსალოდნელად მოპოვებული იოლი გამარჯვების შემდეგ, გუნდს, ტურნირის მოქმედ ფინალისტთან და მესამე განთესილ იაპონიასთან უმძიმესი ხუთსეტიანი ბრძოლა გადახდა თავს.
ფინალი საინტერესოდ დაიწყო. პირველ სეტში, 18:21-დან, სამხრეთ ამერიკელებმა შემდგომი რვა ქულიდან შვიდი მოიგეს და იტალიელებს, ფინალური სტადიის პირველი წაგებული სეტიც აგემეს. როგორც აღმოჩნდა უკანასკნელიც.
ჯულიო ველასკომ, გუნდის მთავარი ვარსკვლავის, ეგონუს ცუდი თამაში მალევე შეამჩნია და ნიგერიელ-იტალიელს სათამაშო დროც მკვეთრად შეუმცირა – ტუნრირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდის ანგარიშზე სულ 12 ქულა იყო. სამაგიეროდ მესამე სეტიდან მოყოლებული საქმეში ანტროპოვა ჩაერთო.
202 სმ-ის სიმაღლის მოთამაშემ, შეტევების უმრავლესობის დასრულება საკუთარ თავზე აიღო და გუნდს ჯამში 19 ქულა მოუტანა, მათგან 15 კი მესამე-მეოთხე სეტებზე ნაწილდება. 22 წლის ფრენბურთელის შეტევების ეფექტიანობა საკმაოდ მაღალი – 16% იყო.
ასევე აღსანშნავია ფატიმ სილას როლი გამარჯვებაში. 30 წლის მოთაშის ანგარიშზე 13 შედეგიანი შეტევა და სამი წარმატებული ბლოკი იყო.
ბრაზილიელთა რიგებში ტრადიციულად გუნდს კაპიტანმა გაბიმ ულიდერა, თუმცა მისმა 15-მა ქულამ გუნდს ვერაფრით უშველა, საბოლოოდ კი 22:25 25:18 25:22 25:22 ველასკოს გუნდის მორიგი დამაჯერებელი ვიქტორია.
აღსანშავია, რომ ამ გამარჯვებით, VNL-ის სერიებზე, იტალიელთა მოგებათა სერიამ 29 შეადგინა. მთლიანობაში, გუნდს უკანასკნელი 36 ჩატარებული მატჩიდან, 34 აქვს წამოღებული, ხოლო ამხანაგურების გამოკლებით, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონებს ზედიზედ 28 ოფიციალური მატჩი აქვთ მოგებული.
VNL-ის გამარჯვებულმა ერთი მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ფინალისტმა 500 000$.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის შემდეგ ოთხწლედის მთავარი საფრენბურთო მოვლენა, მსოფლიოს ჩემპიონატი, სტარტს ტაილანდში, 22 აგვისტოს აიღებს.











