სუპერკომპიუტერმა პროგნოზი გააკეთა…
ოპტას ვარაუდით, იმის შანსი, რომ კრიშტიანუ რონალდუ, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთხელ მაინც იტირებს 73%-ს შეადგენს.
კიდევ უფრო მაღალ ალბათობას (79%-ს) იძლევა პლატფორმა Polymarket-ი. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ბუკმეიკერული კომპანიაც იღებს შესაბამის პროგნოზზე ფსონებს.
Polymarket-ი აღნიშნავს, რომ კრიშტიანუმ, რომელმაც აქამდე 11 დიდ სანაკრებო ტუნრირზე მიიღო მონაწილეობა( 6-ჯერ ევროპის პირველობა, ხუთჯერ მუნდიალი), თერთმეტივეზე, წაგების თუ მოგების შემთხვევაში, ერთხელ მაინც იტირა, მათ შორის გასულს ტურნირზეც, როდესაც 2022 წელს, პორტუგალიის ნაკრები მაროკომ მეოთხედფინალში (1:0) გამოაგდო.
პორტუგალიის ნაკრები, 2026 წლის მუნდიალს 17 ივნისს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მატჩით გახსნის.











