Centered Image

“იუვენტუსს” ერთ-ერთი ლიდერი ტოვებს

კონსეისაოს პრემიერ ლიგაში ელიან.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონი” უკვე ახალი ვინგერის ძებაშია, რადგან გუნდი ფაქტობრივად შეგუებულია იმას, რომ პორტუგალიელი შემტევი “ნისლიან ალბიონზე” გადაბარგდება.

კონსეისაოსთვის, ამ ზაფხულს “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იბრძოლებენ. ასევე აღინიშნება, რომ 23 წლის შემტევის პოტენციურ შემცვლელად გრინვუდი განიხილება.

ინსაიდერ ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, “იუვენტუსში” ასევე მოხიბლულნი არიან ანჯელო შტილერის პროგრესით. 25 წლის გერმანელი ნახევარცველის “შტუტგარტიდან” წამოყვანას “ბაიერნი” და ისევ და ისევ ინგლისური გუნდები გეგმავენ.

სწორედ გრინვუდი და შტილერი სახელდებიან ტურინელების მთავარ სამიზნეებად ამ ზაფხულს, რაც შეეხება კონსეისაოს, მისთვის, პრიორიტეტული ვარიანტი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ინგლისური გუნდი იქნება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading