Centered Image

კანადაც საქმეშია – ისტორიაში პირველად მასპინძლის რანგში

“ჩრდილოელმა მასპინძლებმა” არსებობის ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვეს.

მსოფლიო ჩემპიონატი ნელ-ნელა ხურდება. B ჯგუფის ბინადრები, კანადასი და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებები ერთმანეთს ტორონტოში შეებნენ და მიმდინარე მუნდიალზე პირველი ფრე, 1:1 დააფიქსირეს.

გარემო მართლაც მშვენიერი იყო. 40 ათასზე მეტი მაყურებლის თვალწინ კანადელებმა ისტორიული წამები გაიარეს. პირველად ითამაშეს მუნდიალზე მასპინძლის რანგში. ამასთანავე, ამ ტურნირზე პირველად არ წააგეს მატჩი და ქულა მოიპოვეს.

მასპინძლები ბევრად დიდ უპირატესობას ფლობდნენ და თითქოს გამარჯვებაც უფრო მათთვის იქნებოდა დამსახურებული, მაგრამ ბოსნიელებმაც თავი სასწაულად დაიცვეს. მართალია, ბალკანელები აშკარად მე-2 ნომრად და ღრმა დაცვიდან თამაშობდნენ, მაგრამ მათი სტრატეგია ასეთი იყო – თამაში სიღრმიდან, გრძელი გადაცემები ჯანიანი დემიროვიჩისა და მაღალი ლუკიჩის იმედად, მთავარ იმედად კი სტანდარტები, საიდანაც ბოსნიელებმა ყოველ ჯერზე საფრთხე შექმნეს. სწორედ ასეთ სტანდარტს, ბოსნიელთა პირველ კუთხურს მოჰყვა 21-ე წუთზე გატანილი გოლი, რომელიც ლუკიჩმა გაიტანა.

ამის შემდეგ კანადელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და მე-2 ტაიმშიც არ შევცვლილა ვითარება. მასპინძლები საკმაოდ მაღალ ტემპში და ინტენსიურად უტევდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტებამდე საქმის მიყვანა ძალიან ჭირდა.

ჯესი მარჩმა აქტიურ ცვლილებებს მიმართა და ამან გაამართლა. გოლი ცვლილებიდან გამოსულმა ფეხბურთელებმა შექმნეს – პრომის დევიდმა ძალიან გონივრული პასი გააკეთა, 31 წლის კაილ ლარინმა კი საჯარიმოში ფორვარდულად იმოქმედა, იდეალურად მიტრიალდა და დარტყმის დროს მცირე რიკოშეტიც დაიხმარა. კანადელებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს.

უნდა ვაღიაროთ, რომ მოსაგებად უფრო კანადა თამაშობდა, მაგრამ ბოსნიელთა გეგმაც სწორი იყო. მეტოქეს თავიანთი პლიუსების გამოყენების საშუალება არ მისცეს, თვითონ კი ის გამოიყენეს, რაც გააჩნდათ – დიდი ფიზიკური მონაცემები, მიკრო ჯარიმები, სტანდარტები და ანომალიური ბრძოლისუნარიანობა.

B ჯგუფში ამ გუნდებთან ერთად შვეიცარიისა და ყატარის ნაკრებები ასპარეზობენ. შესაბამისად, მკვეთრი ფავორიტი არ არსებობს და თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading