Centered Image

კაშიას ბოლო სანაკრებო მატჩი – კაპიტნის ბოლო ინტერვიუ მატჩამდე

გურამ კაშიამ ამაყად განაცხადა, რომ დარწმუნებულია ახალი კაპიტნის ღირსეულობაში.

საქართველოს ნაკრები რუმინეთს 2 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში უნდა დაუპირისპირდეს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია რუმინეთთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ საუბრობს.

“ივნისის დასრულებამდე ბრატისლავის სლოვანთან კონტრაქტი მაკავშირებს, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ. ის რაც დანამდვილებით ვიცი, ფეხბურთში და სპორტში ვიქნები. არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა საკლუბო დონეზე ფეხბურთის თამაშს, მაგრამ ფეხბურთში აუცილებლად დავრჩები.

ბიჭები ფინალის შემდეგ კვარას ვესაუბრეთ და გამარჯვება მივულოცეთ. ზოგჯერ, ასეთი ვარსკვლავური იმიჯის მქონე ფეხბურთელები განსხვავებული ხასიათით გამოირჩევიან და კვარა მათგან რადიკალურად საპირისპიროა. საფეხბურთო თვისებებზე საუბარი ჩემი მხრიდან ზედმეტია, ამას მეტყველებს ის, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ყველამ, მთელმა ქვეყანამ უნდა ვიამაყოთ, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს. მატჩის შემდეგ მივწერე: “როცა მომენტი გექნება, უბრალოდ დაფიქრდი, რამდენს მიაღწიე”. ფეხბურთი იმ მიმართულებით მიდის, როგორც არ მომწონს, მაგრამ კვარა მსოფლიო ფეხბურთში ამ ყველაფერში განსხვავების შემქმნელია.

მე, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი კვარას ქომაგი ვარ. მის პიროვნულ თვისებებზე კი შემიძლია ვთქვა ის, რომ ლიდერია, პროფესიოინალია და საქართველოს ნაკრებს ღირსეულად უკაპიტნებს.

ვთვლი, რომ იღბლიანი კარიერა მქონდა, ბევრ რამეს მივაღწიე და ბედნიერი ვარ ჩემი კარიერით. მინდა, რომ გავიმარჯვოთ და სანაკრებო კარიერა კარგ ნოტზე დავასრულო.

როცა ამ გუნდის წევრი გავხდი, მას შემდეგ რთული პერიოდები გავიარეთ, საქართველოს ნაკრებს წარმოუდგენელი პროგრესი აქვს. განსაკუთრებული წარმატება და ევროპის ჩემპიონატზე თამაშიც გამოვცადეთ. ახლა, როცა ნაკრებიდან მივდივარ, მჯერა, რომ ფედერაციის ორგანიზებული მუშაობით, ახალი ძალიან ნიჭერი თაობით, საქართველოს ნაკრებს მწვერვალზე ასვლა და ევროპის ჩემპიონატზე დაბრუნება კვლავ შეუძლია”, – ამაყად განაცხადა კაპიტანმა.

2 ივნისს გურამ კაშია საქართველოს ნაკრების მაისურით 129-ე მატჩს ჩაატარებს, კაპიტნის რანგში კი 61-ე მატჩი ექნება. პირველი აბსოლუტური რეკორდია, კაპიტნობაში კი ჯაბა კანკავაა 6 მატჩით წინ.

წარმატებები გურამ კაშიას!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading