ბრიზილიელში, რომლის გადმობირებაც მანჩესტერელებს დიდი ხანია სურთ, ატალანტა იტალიის კვალობაზე დიდ ფულს აიღებს.
უკვე ოფიციალურია, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი, ედერსონი ბერგამოს ატალანტადან კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია — “წითელი ეშმაკები” 26 წლის საყრდენი ნახევარმცველის სანაცვლოდ დაახლოებით €45 მილიონს გადაიხდიან, თავად ედერსონი კი მანჩესტერულ კლუბთან მინიმუმ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მანჩესტერ იუნაიტედი, რომ ედერსონით სერიოზულად ინტერესდებოდა, ამის შესახებ პირველი ცნობები გასულ წელს გავრცელდა და, როგორც აღმოჩნდა, ოლდ ტრაფორდის ბინადრებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს.
ედერსონის გარდა, მანჩესტერ იუნაიტედი კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატებასაც გეგმავს, რადგან კაზემიროს გარდა, გუნდს მანუელ უგარტეც დატოვებს — შესაბამისად, მაიკლ კერიკს ცენტრში ორი ახალი ფეხბურთელი აუცილებლად დასჭირდება.










