ოთარის ჯანმრთელობა და კარგი სათამაშო ფორმა ნაკრებისთვის მოახლოებულ მატჩებში ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იქნება.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილი მოედანზე დაბრუნებას უახლოვდება. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო ინგოლიჩიმ ისაუბრა:
“საკადრო საკითხების მხრივ ძალიან კარგი სიახლეებია. უმარ დიაკიტე ჯერ კიდევ საჭირო ნებართვის მოლოდინშია და ჩვენი დახმარება ჯერ ვერ შეეძლება. სამაგიეროდ, წარმატებული სავარჯიშო კვირის შემდეგ, ოთარ კიტეიშვილი და ფილიპ როზგა დაბრუნების ზღვარზე არიან” – განაცხადა ფაბიო ინგოლიჩიმ.

შტურმს სანაკრებო პაუზებამდე 4 მატჩი აქვს – 3 ავსტრიის ჩემპიონატში, ერთიც უეფას ევროპა ლიგაზე. იმედია, კიტეიშვილი ამ მატჩებში მონაწილეობას მიიღებს და შეკრებაზე ჩვენს ნაკრებს უკვე ოპტიმალურ ფორმაში შეუერთდება.
წარმატებები ოთარ კიტეიშვილს!











