არაბები კრივსაც იპყრობენ.
4,5-5 მილიარდი – ასეთია თანხის რაოდენობა, რომლის დახარჯვასაც საუდის არაბეთი კრივში ახალი ორგანიზაციის შესაქმნელად გეგმავს.
საუდის არაბეთის გართობის დეპარტამენიტის უფროსის, თურქ ალ ეშ-შეიხის თქმით, ქვეყნის მმართველებს დიდი ხანია სურთ კრივში უზარმაზარი ინვესტიციების შეტანა და ახლა სწორედ იდეალური დროა საამისოდ.
საუბარია უმსხვილესი საკრივო პრომოუშენების შესყიდვაზე.

ექსპერტები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ თუ როგორ შეიძლება წარიმართოს სიტუაცია.
პირველი: არსებულ წამყვან საკრივო ორგანიზაციებს – WBO, IBF, WBA,WBC-ის დაემატება ახალი – არაბული. ამ ორგანიზაციებთან შედარებით, უფრო დიდი საპრიზო ფონდის ხარჯზე იგეგმება წამყვანი მოკრივეების გადმობირება.
მეორე ვარიანტი: არაბები შეისყიდიან არსებულთაგან რომელიმე ორგანიზაციას. საბოლოო გეგმა კი კრივში UFC – ის ანალოგის შექმნაა, იმ განსხვავებით რომ მის სათავეში არაბი შეიხები იქნებიან.











