Centered Image

უეფას მორიგი ფალავანი – ჩეფერინი ახალი გზების ძიებაში

ინფანტინოსთან ბრძოლა გრძელდება.

Sky Sports-ის ინფრომაციით, უეფა, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია, ინფანტინოსთვის სერიოზული კონკურენტის შერჩევას გეგმავს, საამისოდ კი რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.

ცოტა ხნის წინ, შვეიცარიელი ფუნქციონერის კრიტიკით, ლუიშ ფიგუ გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელმა, საკუთარი კანდიდატურა ფიფას პრეზიდენტობაზე ოფიციალურად არ წარადგინა, ბევრმა ეს სწორედ წინასაარჩევნო აგიტაციად აღიქვა.

დღეს კი Sky Sports-მა დაწერა, რომ უეფა მხოლოდ ერთ კანდიდატზე აპირებს მთელი ფსონის ჩამოსვლას, რის გამოც არჩევანი მაქსიმალურად კარგი რეპუტაციის საფეხბურთო მოღვაწეზე უნდა გაკეთდეს, ორგანიზაციაში კი ეჭვობენ, რომ ლუიშ ფიგუ ასეთად გამოდგება. შედეგად, უეფას პრეზიდენტი, ჩეფერინი, პირადად შეხვდა დეივიდ ბექჰემს.

როგორც გამოცემა ირწმუნება, სწორედ “ინტერ მაიამის” ბოსია ის ადამიანი, ვიზეც სურს უეფას საბოლოო არჩევანის გაკეთება. აღინიშნება, რომ 51 წლის ინგლისელს აქვს შესაბამისი ცნობადობა, საფეხბურთო პროექტების განვითარების დადებითი გამოცდილება და მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რის გარეშეც, როგორც ჩანს, კანდიდატის შერჩევა აზრს მოკლებულია.

ამავდროულად, ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება ბექჰემის და ჩეფერინის მოლაპარაკებების შედეგები და თავად ექს-ფეხბურთელის დამოკიდებულება უეფას ამ შეთავაზებაზე.

შეგახსენებთ, რომ ფიფას არჩევნები, 2027 წლის 18 მარტს გაიმართება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading