Centered Image

კუნდე და სხვები გასაყიდი ფეხბურთელების სიაში

დასახელდა ფეხბურთელთა სია, რომელთა გასაყიდათაც “ბარსელონა” ამ ზაფხულს ემზადება.

Diario Sport-ის ინფორმაციით, ლა ლიგის წესების და “ბლაუგრანას” ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, კლუბს სერიოზული ტრანსფერების განსახორციელებლად ფეხბურთელების მნიშვნელოვანი ნაწილის გაყიდვა მოუწევს.

საუბარია ისეთ მოთამაშეებზე, რომლებზეც მოთხოვნა არსებობს. მაგალითად არაუხოს შემთხვევაში, “ბარსელონა” მოხარული იქნებოდა მცველის გაყიდვა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, თუმცა მყიდველების დეფიციტის გამო, ფლიკის გუნდს სხვა მოთამაშეებთან დამშვიდობება მოუწევს.

კუნდესადმი ინტერესს იტალიური და ინგლისური გუნდები იჩენენ. ფრანგი მცველი, მოხვდა “ინტერის” და “ნიუკასლის” შორტლისტში.

არ აკლია მსურველები ბალდესაც, რომლისადმი დაინტერესებას უკვე ორი სეზონია არ მალავს “მანჩესტერ იუნაიტედი”.

მესამე გგვარი, რომელიც გამოცემამ დაასახელა კასადოა. 22 წლის მოთამაშეს, “ბარსას” დატოვება არ სურს, ამის მიუხედავად, იმავე პრემიერ ლიგაში მისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია და ხელსაყრელი შემოთავაზების შემთხვევაში გუნდი მზადაა მასაც დაემშვიდობოს.

ჯამში, ამ სამ ფეხბურთელში, “ბარსელონა” 150-200 მილიონი ევროს ფარგლებში გამომუშავებას გეგმავს, ეს თანხა კი მცველის და ცენტრფორვარდის პოზიციის გაძლიერებას მოხმარდება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading