ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ალპინისტის სიკვდილი დღეს დადასტურდა.
ნირმალ (ნიმს) პურჯა იგივე იყო ალპინიზმის სეფეროში რაც მაიკლ ფელპსი ცურვაში, უსაინ ბოლტი სპრინტში, ტადეი პოგაჩარი ველოსპორტში და არმან დუპლანტისი ჭოკით ხტომაში. რეკორდების მთელი სერია, რომელსაც დიდი ხანი ვერ მიეკარებიან.
ნეპალელი ალპინისტის აქტივში იყო უნიკალური რეზულტატი – მსოფლიოს 14-ვე 8000 მწვრერვალის 6 თვესა და 6 დღეში დალაშქვრა. მიღწევის მასშტაბის გასაგებად, წინა რეკორდი შეადგენდა 7 წელიწადს და 11 თვეს.
რეკორდის დამყარების შემდეგ, პურჯასადმი აღიარების გარდა ზიზღის მასიური ტალღაც წამოვიდა, რადგან ამ რეკორდის დამყარებისას მან ჟანგბადის მიწოდების თანამედროვე ტექნოლოგია გამოიყენა.
შემდეგსავე წელს, პურჯამ უკვე ყველანაირი ტექნოლოგიის დახმარების გარეშე შეძლო იმავეს გამოერება, თანაც ისტორიაში მეორე შედეგით – 2 წელიწადსა და 150 დღეში.

2022 წელს, ნეპალელმა კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი დააფიქსირა – გადალახა ევერესტი+ლჰოცზე 25 საათსა და ერთ წუთში, თანაც ასევე უჟანდბადოდ და კიდევ ერთხელ ჩაეწერა გინესის რეკორდების წიგნში.
მსოფლიოს 14-ვე 8000-იანის გადალახვა პურჯას მესამედაც სურდა, რაც რა თქმა უნდა, ისტორიაში არავის გამოსვლია, თუმცა დიდი ალპინისტური “ჰეთ-ტრიკის” შესრულებამდე სულ ცოტა დააკლდა – ჰაშერბრუმ ორის გადალახვის შემდეგ, პურჯამ ბროუდ-პიკს დაუმიზნა, რის შემდეგაც მას სულ რაღაც ერთადერთი პიკი – ჩო-ოიუ რჩებოდა, თუმცა 30 ივლისს, მისი ათკაციანი გუნდი ბროუდ-პიკში დაკარგულად გამოაცხადეს, ახლახანს კი სიკვდილიც დაადასტურეს.
აღსანშნავია, რომ ბროუდ-პიკზე აღმასვლას, ასე სწრაფად პურჯა არ გეგმავდა, თუმცა აზრი ხუთი დღით ადრე შეცვალა, რაც ფატალური გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
ნეპალში, პურჯას გარდაცვალება ნაციონალური გლოვის დღეთ გამოცხადდა.
ალპინისტი 42 წლის იყო.











