Centered Image

ლევანდოვსკიმ ახალი ნავსაყუდელი იპოვა

მუნდიალზე ვერა, მაგრამ ამერიკულ სტადიონებზე რობერტი მაინც ითამაშებს.

პოლონელი ვარსკვლავი, რობერტ ლევანდოვსკი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. გამოცდილი თავდამსხმელი “MLS”-ის კლუბ “ჩიკაგო ფაიერს” შეურთდება. ტრანსფერი ამერიკული კლუბისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რადგან ლიგაში კიდევ ერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელი გამოჩნდება.

ლევანდოვსკიმ კარიერის განმავლობაში არაერთი ტიტული მოიგო და თავი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გოლეადორად დაიმკვიდრა. მისი წარმატებული პერიოდი დაკავშირებულია ისეთ გრანდებთან, როგორებიც არიან დორტმუნდი და ბაიერნი, ხოლო ბოლო წლებში პოლონელი ფორვარდი ბარსელონას ღირსებას იცავდა, სადაც ტოპ სეზონები შემოგვთავაზა.

იმის მიუხედავად, რომ ლევადოვსკის ევროპული ვარიანტებიც ჰქონდა, ვეტერანმა პოლონელმა კარიერის გაგრძელება მაინც MLS-ში გადაწყვიტა. თუ რაიმე გაუთვასწინებელი არ მოხდა, ჩიკაგო ფაიერი 37 წლის ფორვარდს უახლოეს დღეებში ოფიციალურად წარადგენს.

წარმატებები რობერტ ლევანდოვსკის – ოქროს ბურთის იმ მფლობელს, რომელიც არასდროს მიუღია.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading