Centered Image

ლეიკერები სანდროს მხარეს

გულშემატკივრების აზრი ლოს ანჯელესური გრანდისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი ახალ, 2026/27 წლების სეზონს იწყებს და აქტიური ზაფხულის შემდეგ სრულად გამოკვეთილი არ/ვერ არის, თუ როგორი იქნება გუნდის სათამაშო ხუთეული, სისტემა თუ როტაცია.

სასტარტო ხუთეულის სამი პოზიცია გარკვეულია – ლუკა დონჩიჩი და ოსტინ რივზი უკანა ხაზში და უოკერ კესლერი ცენტრის პოზიციაზე ხელშეუხებლები არიან. უმრავლესობის აზრით, კიდევ ერთი სტარტერი კვენტინ გრაიმსი იქნება. აი, მეხუთე პოზიცია (კიდევ ერთი ფორვარდის) კი “ღიაა”, მისთვის ბრძოლაა საჭირო და ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სანდრო მამუკელაშვილია, ლეიკერსის ახალწვეული – 11+ მილიონიან კონტრაქტს მოთამაშეს უბრალოდ არ უფორმებენ.

სანამ მამუ სანაკრებო მატჩებში საქართველოს ეროვნულ გუნდს ეხმარებოდა, Lakers Nation-მა აზრი თავად ლეიკერსის ფანებს ჰკითხა: მათი აზრით, ვინ უნდა იყოს მეხუთე სასტარტო გუნდში, სანდრო, ზაირ უილიმასი, ჯეიკ ლა’რავია თუ მატის ტაიბული. ხმები გაიყო, თუმცა მაინც ფანების სიმპათია ქართველი კალათბურთელისკენ გადაიხარა – 39%-ს მიაჩნია, რომ ლეიკერსის სასტარტოში სწორედ მამუ უნდა იყოს. უილიამსმა 24% მიიღო, ხოლო ტაიბულმა – 23%. 

საბოლოოდ მაინც ყველაფერი ჯეი ჯეი რედიკისა და სამწვრთნელო სტაფის გადასაწყვეტია ის, თუ რომელი კალათბურთელი დაიწყებს თამაშს. რეგულარულში პირველი თამაში ლეიკერსს გოლდენ სტეიტ უორიორსთან აქვს.

სანდრო მამუკელაშვილი ლეიკერსმა თავისუფალ აგენტად აიყვანა, 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის განმავლობაშიც ქართველი ფორვარდი 52 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ამ სეზონში მამუ 13 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც ქართველ სპორტსმენებს შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება იქნება ისტორიაში.

წარმატებები სანდრო მამუკელაშვილს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading