პირველი ოქრო საშინაო ევროპაზე.
იმის შემდეგ, რაც 23 წლის ქართველი ძიუდოისტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ეთერმა მორიგი გამარჯვება უკვე ევროპის ჩემპიონატზე იზეიმა.
57 კგ წონითი კატეგორიის ფინალი უმძიმესი გამოვიდა. ისრაელის წარმომადგენელი ლევი, ბრძოლას იუკოთი ლიდერობდა. აღსანიშნავია, რომ ლიაპრტელიანისთვის, ეს ტუნრირზე გაშვებული საერთოდ პირველი გდება იყო.
ეთერმა, თავისთვის ჩვეულ სტილში ბრძოლა რისკიანი მანერით განაგრძო. მეტოქეს ჯერ ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ კი დროის ამოწურვამდე 14 წამით ადრე, ულამაზესი იპონით საქართველოს დელეგაციას პირველი ოქრო, ხოლო საკუთარ თავს ევროპის პირველი ჩემპიონობა მოუტანა.
ფინალამდე, ლიაპრტელიანმა ნორვეგიელი ბიოეროსი, იტალიელი ტონიოლო და რუსი გალიტსკაია დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში, უმძიმეს დაპირისპირებაში დამატებით დროში სერბ პერიშიჩს სძლია.
ეთერ ლიპარტელიანი, გახდა საქართველოს ძიუდოს ისტორიაში პირველი ქალი ევროპის ჩემპიონი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ქართულ დელეგაციას, ოქროს მედლის მოპოვების კიდევ ერთი შანსი ექნება. 73 კგ წონით კატეგორიაში, ლაშა შავდათუაშვილი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, ჰეიდაროვს შეერკინება.











