კერიკის დაბევების შემდეგ, “წითელი ეშმაკები”, რიგების შევსებას გეგმავენ.
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მიზანი ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებაა. გუნდში გეგმავენ სანდრო ტონალის და ედერსონის დამატებას.
ტონალის “ნიუკასლიდან” შესაძლო წასვლის შესახებ სხვა მედიასაშუალებებიც წერენ, თუმცა Sky Sport Italia აღნიშნავს, რომ მხარეები ერთმანეთს გარკვეული პერიოდია ელაპარაკებიან და შეთანხმებაც ახლოსაა. სანდროს გაყიდვას, “ნიუკასლი” 100 მილიონ ფუნტზე დაბალ ფასად არ აპირებს.
რაც შეეხება ედერსონს, მისი ტრანსფერი თითქმის გარკვეული საკითხია. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბევრ მსურველს შორის, ბრაზილიელის გადმოყვანის მთავარ კანდიდატებად “ატლეტიკო” და “მანჩეტსერ იუნაიტედი” დარჩნენ, თუმცა “ატალანტა” მხოლოდ საუკეთესო წინადადების განხილვას გეგმავს, მადრიდელებს კი კერიკის გუნდთან ფინანსური კონკურირება გაუჭირდებათ.
Sky Sport Italia-ს ცნობით, მანჩეტსერში, ორივე ტრანსფერის განხორციელებაში დარწმუნებულნი არიან.











