რუსებიც რომ დაგიწუნებენ, უკვე ვეღარ არის შენი საქმე სანაქებოდ.
უახლოეს წარსულში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად შერაცხული, ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი, ჯეიდონ სანჩო ისევ უგუნდოდაა. დორტმუნდიდან იუნაიტედში გადაბარგების შემდეგ ჯეიდონს გუნდში საქმეები ცუდად წაუვიდა, შემდეგ იყო ორი განათხოვრება დორტმუნდსა და ასტონ ვილაში, ამის შემდეგ კი სანჩო მთლად უგუნდოდ დარჩა და ვერც ამ ზაფხულს იპოვა მსურველი ტოპ ჩემპიონატებში.
ასეთი ცუდი მდგომარეობის ფონზე სანჩოს აგენტმა ფეხბურთელი არც მეტი არც ნაკლები, რუსულ კრასნოდარს შესთავაზა და მოლაპარაკებებიც დაიწყო. როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელი ამ ვარიატნზეც კი თანახმა იყო, მაგრამ უფრო უცნაური ის არის, რომ რუსულმა კრასნოდარმა სანჩო “დაიწუნა” და ტრანსფერიც ვეღარ განხორციელდა.
კრასნოდარელებმა ინგლისელ ფეხბურთელს ხასიათი დაუწუნეს, რაც მისი დაუარების ძირითად მიზეზად დასახელდა. უცნობია, რამდენი იქნებოდა ჯეიდონის ანაზღაურება, რადგანაც როგორც ცნობილი ხდება, მოლაპარაკებების ფაზა აქამდეც კი არ მისულა. 26 წლის ფეხბურთელის გარშემო ამას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა – ბუნებრივია, სრულიად არასახარბიელო და უმეტეს შემთხვევაში, საკმაოდ ირონიულ-დამცინავიც.
26 წლის ჯეიდონ სანჩო ამ დრომდე ისევ თავისუფალი აგენტია და უგუნდოდ რჩება. რამდენიმე წლის წინ ის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ შემტევად ითვლებოდა, მაგრამ მისი კარიერისა და ხასიათების არასწორმა განვითარებამ სანჩო აქამდე მოიყვანა, რომ რუსული, დასანქცირებული კრასნოდარიც კი იწუნებს.
სამწუხაროა – მაგრამ ამასთანავე, სამაგალითოც!










