Centered Image

მარცხი ურეიტინგო მეტოქესთან

ბასილაშვილი, US Open-ის პირველ საკვალიფიკაციო წრეში, მოქმედი რეიტინგის არმქონე მეტოქესთან, ორ სეტში, უშანსოდ, 3:6 6:7(1:7) დამარცხდა.

სიონ ჩან ჰონი, ორწლიანი პაუზის შემდეგ ტურში სამი კვირის წინ დაბრუნდა, ორი ტურნირის კვალიფიკაციაზე გადანახული რეიტინგით იასპარეზა და ამ ორ შეხვედრაში, სეტში ოთხ გეიმზე მეტის მოგებაც ვერ შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზს, მეტოქეზე ორჯერ მეტი ვინერზი ჰქონდა, უნებლიე შეცდომების დიდმა რაოდენობამ (43 მეტოქის 16-ის საპირწონედ), ქართველს, ბრძოლის საშუალება არ მისცა. აღსანიშნავია ასევე მეორე ჩაწოდებაზე ქულების მოგების ძალზედ დაბალი მაჩვენებელი – 41%.

დღევანდელ გამარჯვებამდე, ჰონმა, რომლის საუკეთესო რეიტინგიც არასოდეს ყოფილა ტოპ ასში, უკანასკნელი ვიქტორია 2024 წლის აგვისტოში იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქმეში ქართული ქალთა ჩოგბურთის ორი ლიდერიც ჩაერთო. როგორც ბოლქვაძემ, ისე გორგოძემ, თავიანთი მატჩები მოიგეს. მათ, დღეს საღამოს, მეორე საკვალიფიკაციო წრის შეხვედრები ელით. მარიამის მოწინააღმდეგე რუსი იბრაგიმოვა იქნება, ხოლო ეკო, გამოცდილ ბერძენ მეტოქეს – პაპამიქაილს დაუპირისპირდება. მატჩები, ჩვენი დროით საღამოს შვიდი საათის შემდეგ დაიწყება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading