კილიანის გზა საფეხბურთო ოლიმპისკენ.
საფრანგეთის ნაკრებმა, 2026 წლის მსოფლიოს პირველობა სენეგალის ნაკრებთან მატჩით გახსნა და დამაჯერებელი მოერე ტაიმის შემდეგ, 3:1 იმარჯვა.
შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს, ხოლო ფავორიტების თამაში მოსაწყენი გამოვიდა. აფრიკელებს, ორი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ეპიზოდების გოლად ქცევა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, დეშამის გუნდს, მეტოქის კარისკენ ერთადერთი დარტყმა ჰქონდა, მაშინ, როდესაც სენეგალელებს ხუთი. ფრანგების xG-მაც მხოლოდ 0.02 შეადგინა, ხოლო მათი მეტოქის მაჩვენებლი 0,67-ს უდრიდა.
ყველაფერი მკვეთრად მატჩის მეორე ნახევარში შეიცვალა.
ჯერ, 58-ე წუთზე, არბიტრებმა მბაპეს საჯარიმოში წაქცევის გამო პენალტი არ დანიშნეს, ხოლო კონტქტის ინიციატორად სწორედ კილიანი და არა სადიო მანე დაასახელეს.

კილიანის შეჩერება ამით ვერ მოხეხრდა. 66-ე წუთზე, 27 წლის ვარსკვლავმა სანაკრებო კარიერაში 57-ე გოლი შეაგდო და ყველა დროის ბომბარდირ – ოლივიე ჟირუს დაეწია. ამას, სულ მალე, შეცვლაზე შემოსული ბრედლი ბარკოლას გოლი მოჰყვა.
სენეგალმა, მბაიეს გოლით, სხვაობა მინიმუმამდე 95-ე წუთზე შეამცირა, თუმცა ერთ წუთში, იმავე მბაპემ, სანაკრებო კარიერაში 58-ე გოლი გაიტანა და თავისი ქვეყნის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
გარდა ამისა, “რეალის” ფეხბურთელმა მუნდიალებზე მეცამეტე და მეთოთხმეტე გოლები გაიტანა. ამ მაჩვენებლით, მბაპე დაეწია გერდ მიულერს და გადაასწრო პელეს, ფონტენს და მესის. მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგამდე, რომელიც კლოზეს ეკუთვნის, მბაპეს სამი გოლის გატანა სჭირდება. გერმანელის ანგარიშზე მუნდიალებზე შეგდებული 16 გოლია, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ რონალდოს 15-ს ჯერ აქვს მეტოქეების კარები დალაშქრული.
აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, არა მბაპე, არამედ ოლისე დასახელდა, რომლის აქტივში საგოლე პასია.
იმავე ჯგუფში, საქართველოს დროით ღამის ორ საათზე, ერთმანეთს ნორვეგიის და ერაყის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.











