პორტუგალიელ მწვრთნელთან ერთად ახალი სახეები “როსონერის” მენეჯმენტშიც გამოჩნდნენ.
უკვე ოფიციალური ინფორმაციაა, რომ იტალიურ გრანდს, მილანს მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელი სპეციალისტი, რუბენ ამორიმი ეყოლება. ამორიმი სპორტინგში იდეალური მუშაობის შემდეგ მანჩესტერული ქაოსის მსხვერპლი აღმოჩნდა, მერე კი მცირე ხნით უმუშევარი იყო და მომავალი სეზონიდან სწორედ მილანის მწვრთნელი იქნება.
აქამდე მილანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდონი ირაოლასა და ოლივერ გლასნერის ვარიანტები განიხილებოდა, მაგრამ საბოლოო არჩევანი სწორედ ამორიმზე შეჩერდა.
ახალი სახეები ასევე გამოჩნდნენ მენეჯმენტშიც, რადგანაც ბოლო ტურში კალიარისთან განცდილი სამარცხნვინო წაგების შემდეგ გუნდი მთელმა ბორდმა დატოვა, გარდა ზლატანისა. ახალი ტექნიკური დირექტორი მარკუს კრიოშე გახდება, რომელსაც გერმანულ პადერბორნსა და ბაიერ ლევერკუზენში მუშაობის გამოცდილება აქვს, სპორტული დირექტორი კი ასევე გერმანელი, ტიმო ჰარდუნგი გახდება – მას ფრანკფურტის აინტრახტის აღმშენებლობას მიაწერენ და მილანში მისი ძალიან ეიმედებათ.

გასულ სეზონში დაბადებული “ახალი მილანი” ძალიან მალევე მოკვდა – ვნახოთ მომავალ სეზონში ხელახლა დაბადება თუ იმუშავებს.











