„ლეიკერსის“ ლეგენდა 86 წლის იყო.
ჯერი უესტის გარდაცვალება „კლიპერსის“ ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.
NBA-ს 1972 წლის ჩემპიონმა ლიგაში თოთხმეტი სეზონი ითამაშა და თოთხმეტივე „ლეიკერსის“ შემადგენლობაში (1960 -1974).
უესტმა ლიგაში უდიდესი კვალი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ეს აღიარებული არაა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლოგოზე სწორედ ისაა გამოსახული.

საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, უესტი სკაუტად, მწვრთნელად და მენეჯერად მუშაობდა. ბოლო წლებში იგი „ლეიკერსის“ თანაქალაქელი „კლიპერსის“ მრჩევლად მუშაობდა და ყოფილ გუნდთან ურთიერთობა გაფუჭებული ჰქონდა.
ჯერი უესტი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ორ ნომრადაა მიჩნეული.











