დაწყება კარგი იყო, მერე საქმე ისე ვეღარ წავიდა.
24 ოქტომბრის საღამოს მთელი საქართველო მერაბ დვალიშვილის ბრძოლას ელოდა. დიადი ტრილოგიის დასასრული – მერაბი პიოტრ იანის წინააღმდეგ, გამარჯვებული კი სუპერ-მსუბუქი წონითი კატეგორიის ქამარს და ისტორიულ ურთიერთდაპირისპირებაში მოგებულის სტატუსს მიიღებდა.
საწყისი რაუნდები მანქანამ კარგად დაიწყო. პირველ და მე-2 რაუნდები მერაბის უპირობო გამარჯვებით დასრულდა, სადაც იანი ძალიან პასიური იყო, მერაბმა კი მეტოქე 5-ჯერ წააქცია.
მე-3 რაუნდიც ჩვენებურმა კარგად წაიყვანა, მაგრამ დასკვნით ნაწილში იანი გააქტიურდა და როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, რაუნდი წაიღო კიდეც. ამის შემდეგ დასკვნითი რაუნდები უკვე იანის აღმოჩნდა.
მერაბს ისტორიაში ყველაზე ბევრი, 58 დაგდების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ აქედან მხოლოდ 5-ჯერ შეძლო იანის დაგდება და ისიც მხოლოდ პირველ და მეორე რაუნდებში. რუსმა მებრძოლმა 53-ჯერ დაიცვა თავი და ესეც დასაფასებელია.

სამწუხაროდ, ბრძოლის დასრულების შემდეგ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად პიოტრ იანი გამოცხადდა და რუსმა ქამარი შეინარჩუნა. შესაძლოა გაგიჩნდეს განცდა, რომ მერაბი მარცხს არ იმსახურებდა, მაგრამ იგივეს თქმა შეიძლება იანზეც და რახან ბრძოლას ჩემპიონის სტატუსით პიოტრი შეხვდა, ამიტომაც ქამარი მას დაუტოვეს.
არაუშავს – მანქანა დაბრუნდება!
წარმატებები მერაბ დვალიშვილს!










