Centered Image

ჯინჯოლავა ევროპულ სიმბოლურში

იბერია 1999-ის კაპიტანს გატანილი გოლი და კარგი ფერმორმანსი დაუფასდა.

იბერია 1999-ის კაპიტანი, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა უეფას კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა.

საქართველოს გასული 2 სეზონის ჩემპიონმა გუნდმა, შვედურ მიალბისთან ფრედ, 1:1 ითამაშა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში უეფას ტურნირებზე სადებიუტო ქულა მოიპოვა.

იბერიას შემადგენლობიდან გოლის გატანა სწორედ ქართველთა კაპიტანმა მოახერხა, რომელსაც დაცვასა და შეტევაში წარმატებული თამაში, მაღალი სტატისტიკური მონაცემები და მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელობა პოპულარულმა მედია საშუალებამ, “fotmob”-მა სათამაშო კვირის გამორჩეულ მოთამაშეებს შორის მოხვედრით დაუფასა.

ქართველმა ფეხბურთელმა სათამაშო კვირის საუკეთესო გუნდში ადგილი 9 კოეფიციენტით შეფასებით დაიმსახურა და ეს საუკეთესო თერთმეტეულში მესამე შედეგია.

სრულად ჩატარებულ შეხვედრაში იბერია 1999-ის კაპიტანმა ისტორიული გოლის გარდა, თავი 18 დაცვითი მოქმედებით, 5 ჩაჭრით, 1 დაფარებით, 9-ჯერ ბურთის სახიფათო ზონიდან გამოტანით, 13-ჯერ ბურთის დაბრუნებით და 16-დან 12 მოგებული ორთაბრძოლით გამოიჩინა.

იბერია 1999 შემდეგ შეხვედრას უეფას კონფერენს ლიგაზე 6 ნოემბერს, დანიაში, ადგილობრივი ტიტულოვანი გუნდის, კოპემნჰაგენის პირისპირ გამართავს.

წარმატებები იბერია 1999-სა და ჯემალ ჯინჯოლავას!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading