Centered Image

ოთხწლიანი მოლოდინი დასრულებულია – ნიკა ისევ ფინალშია

ბასილაშვილმა ტიტულოვანი მეტოქე დაამარცხა და 2022 წლის შემდეგ, ATP-ს დონეზე პირველ ფინალში გავიდა.

ალმათის 250-იანის ნახევარფინალში, ნიკოლოზის მეტოქე ერთ დროს მრისხანე, ბოლო პერიოდში კი ფორმის დაბრუნებასთან ახლოს მყოფი სტეფანოს ციციპასი იყო.

შეხვედრა, ნიკას წინა მატჩებისგან განსხვავებით დაძაბული და დრამატული გამოდგა.

პირველ სეტში, ქართველმა მეტოქე მესამე გეიმში დააბრეიკა და სეტი ბოლომდე უპრობლემოდ მიიყვანა.

მეორე პარტიაში, ჩოგბურთელებმა ჩაწოდებები ტაიბრეიკამდე შეინარჩუნეს, სადაც ნიკასთვის უსიამოვნო რამ მოხდა – ქართველმა, მინიბრეიკიანი ფორა გაუშვა ხელიდან და მეცამეტე გეიმი 5:7 დათმო.

საბედნიეროდ, ნიკას მზადყოფნა საკმარისი აღოჩნდა საიმისოდ, რომ დასანან სტილში წაგებულ მეორე სეტს, მატჩზე გავლენა არ მოეხდინა. გადამწყვეტ სეტში, ქართველმა მოწინააღმდეგე მერვე გეიმში დააბრიეკა და მატჩი 6:4 6:7 6:3 მოიგო.

შედეგად, ნიკოლოზი, პირველად 2022 წლის ყატარის ტურნირის შემდეგ, ATP-ს დონეზე გავიდა ფინალში. ტიტული, ბასილაშვილს, უკანასკნელად მიუნხენში, 2021 წელს აქვს მოგებული.

ბონუსად, ქართული ჩოგბურთის მრავალწლიანი ფლაგმანი, დაბრუნდა ტოპ 100-ში და ამ მომენტისთვის 94-ე პოზიციას იკავებს.

ციციპასთან, ნიკას პირადი შეხვედრის ანგარიში 3:2 გახდა, სლემების ორგზის ფინალისტის სასარგებლოდ.

ნანატრი ტიტულისთვის, ნიკოლოზი, ბუბლიკსა და მედვედევს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading