საქმეში ტრამპის ოჯახიც ჩართულია, უეფა კი მზადაა ფიფას განუდგეს.
ჯანი ინფანტინოს ახალი იდეა მსოფლიოს ჩემპინატის კერძო ინვესტორებისთვის გადაცემაში მდგომარეობს. The Times-ის ინფრომაციით, ქალთა და კაცთა მსოფლიოს ჩემპიონატები გაიყიდება კერძო კომპანიაზე სახელად Thrive Capital, რომელსაც სათავეში დონალდ ტრამპის სიძის ძმა – ჯოშუა კუშნერი დგას.
იდეის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, მუნდიალის ჩატარების სტილი, ადგილის შერჩევა, ფორმატი და წესებიც კი, სწორედ ამ ამერიკული კერძო კომპანიის ხელში გადავა.
გამოცემის ინფორმაციით, იურიდიულად ყველაფრის წესრიგში მოყვანის მიზნით, ფიფა შექმნის ახალ ორგანიზაციას – FIFA Forward Enterprise-ს, თავად კი მსოფლიო ფეხბურთის ოფიციალურ მმართველად დარჩება, თუმცა მუნდიალის გარეშე. იდეა იმაშიც მდგომარეობს, რომ ფიფაში შემავალი 211 ქვეყანა, მსოფლიოს ჩემპიონატის გაყიდული წილიდან მიიღებს 20 მილიონს, რომელსაც ან შეინარჩნებს, ანაც შემდგომ, სურვილის შემთხვევაში, თავადაც გაყიდის. გამოცემა მიიჩნევს, რომ ამით, ინფანტინო პატარა ქვეყნების მხრიდან იდეის მხარდაჭერის მოპოვებას სცდილობს.
წამოწყება გაუგონარად მიიჩნია ეუფამ:
“ბალოგუნთან დაკავშირებით ფიფამ უკვე ზღავრზე გაიარა, ახლა კი ამ ზღავრს საბოლოოდ გადასცდა. აღშფოთებულები ვართ მუნდიალის წილის გაყიდვის მცდელობით, რაც საფეხბურთო სულის მკვლელობას და მის სრულ კომერციალიზაციას ისახავს მიზნად. ჩვენ მზად ვართ განვუდგეთ ფიფას ამ გადაწყვეტილებას და იმედს ვიტოვებთ, რომ მსოფლიოს სხვა კონტინენტების ფედერაციებიც მსგავსად მოიქცევიან.
ფეხბურთის სული არ არის ის, რითიც შეიძლება ვინმემ ივაჭროს, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანის.” ნათქვამია ეუფას ოფიციალურ განცხადებაში.
The Times მიიჩნევს, რომ ინფანტინო ფიფას პრეზიდენტობის ახალ არჩევნებში გამარჯვების მთავარ და ამ ეტაპზე უალტერნატივო კანდიდატად რჩება, რის შემდეგაც, ახალი ვადის დადგომისას, ჯანი ამ იდეის ნებისმიერი საშუალებით გატანას შეეცდება.
ამ ეტაპზე, უეფას გარდა, მუნდიალის გაყიდვაზე თავისი აზრი მსოფლიო ფეხბურთის არც ერთ სხვა წამყვან ფედერაციას არ დაუფიქსირებია.











