Centered Image

მუნდიალი 2026: ჯგუფი L

სამი ლომი, დადებითი შედეგის მიუხედავად, ისევ დიდ კითხვის ნიშნებს ტოვებს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე L ჯგუფში ინგლისის, ხორვატიის, პანამასა და განას ნაკრებები ასპარეზობდნენ. დასკვნითი ტურის წინ ინგლისელების მიზანი პირველ ადგილზე გასვლა იყო, თუმცა ამის შანსი ხორვატებსაც ჰქონდათ და არცერთს არ ჰქონდა ბოლო ტურში მოდუნების ფუფუნება.

ინგლისის ნაკრები აუტსაიდერ პანამას დაუპირისპირდა და არც თუ დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. ასეთ სუსტ გუნდთან ინგლისელებს მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი მხოლოდ 1.57 ჰქონდათ. მართალია, ბრიტანელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტებამდე საქმე ვერ მიჰყვადათ. ამასთანავე, მატჩის ორივე ნახევარში არც პანამელები ამბობდნენ შეტევაზე უარს და რამდენჯერმე სახიფათო მომენტიც კი შექმნეს.

მე-2 ტაიმში ინგლისმა მაინც გატეხა სუსტი მეტოქის წინააღმდეგობა და ვარსკვლავებმა თამაში მაინც “გააკეთეს”. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს რაღაც უცნაურად დაუხვედრა ფეხი ჯუდ ბელინგემმა და ანგარიში გახსნა 62-ე წუთზე, აქედან 5 წუთში კი როგორც იქნა მოახერხა და ჰარი კეინი ჰათავისუფლდა საჯარიმოში, როცა თავით შეაგდო. ამით ჰარის უკვე მსოფლიო ჩემპიონატებზე 11 გოლი დაუგროვდა, გარი ლინეკერს გადაუსწრო და ინგლისელთა ისტორიაში მუნდიალზე გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გამარჯვების წყალობით ინგლისმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა 1/16 ფინალში საკმაოდ მარტივი მეტოქე, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები შეხვდება.

ჯგუფის მე-2 მატჩი ძალიან დაძაბული და მძიმე გამოდგა. გამოცდილი ხორვატიის ნაკრები ძალიან ძლიერ განას ნაკრებს დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება წამოიღო. ანგარიში 31-ე წუთზე პეტარ სუჩიჩმა გახსნა და ტაიმი ასე ჩამთავრდა.

მე-2 ტაიმიდან განამ აქტიურად შეუტია და დიდი ბრძოლის შემდეგ, როგორც იქნა, შეაგდო. 73-ე წუთზე ნუამას პასით დერიკ ლუკასენმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ აქედან 10 წუთში ლუკა მოდრიჩის დიდებული პასის შემდეგ ნიკოლა ვლასიჩმა ხორვატია მეორედ დააწინაურა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ამ გამარჯვებით ხორვატები ჯგუფში მე-2 ადგილზე 6 ქულით გავიდნენ და 1/16 ფინალურ ეტაპზე პორტუგალიელებს დაუპირისპირდებიან. განას სიმპატიური ნაკრები კი 4 ქულით მე-3 ადგილზე დაფიქსირდა, შემდეგ ეტაპზე გავიდა და იქ კოლუმბიის ძალიან სიმპატიურ ნაკრებს შეხვდება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading