ჩრდილოური გრანდების შემდეგ “სუპერ მაქსი” სამხრეთის დედაქალაქში მიაშურებს.
უკვე ოფიციალურია, რომ 21-ე საუკენეში იტალიის სერია ა-ს ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ნაპოლის მთავარი მწვრთნელია! “პარტენოპეიმ” ამის შესახებ განცხადება სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა. მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტემ ნაპოლი დატოვა, ნეაპოლურ კლუბს არაერთი მწვრთნელი დაუკავშირეს. აქტიურად განიხილებოდა ვინჩენცო იტალიანოს კანდიდატურაც, თუმცა აურელიო დე ლაურენტისის მთავარი არჩევანი თავიდანვე სწორედ მასიმილიანო ალეგრი იყო. სიტუაციას ისიც დაემატა, რომ იტალიელი სპეციალისტი მილანმა რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლა, რამაც ნაპოლის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაამარტივა. ასევე სიმბოლურია, რომ ალეგრის არც თუ ისე ვარსკვლავური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ნაპოლიშიც უთამაშია 1997-1998 წლებში.
სუპერ-მაქსი ჩემპიონი კაცია – არეულ ნაპოლიში მას სიტუაციის დალაგება ნამდვილად შეუძლია!











