პოტერის გუნდი მაგიის გარეშე.
ჰიუსტონში მდებარე NRG სტადიონზე, F ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ნიდერლანდების და შვედეთის ნაკრებები უპირისპირდებოდნენ.
მატჩი უინტრიგო და შედეგიანი გამოდგა. სასტარტო შემადგენლობაში დაწინაურებულმა ბრობიმ ანგარიში მეხუთე წუთზევე გახსნა, შემდეგ კი მეშვიდმეტეზე დუბლიც შეასრულა.
იგივე გაიმეორა კოდი გაკპომ მეორე ტაიმის საწყის წუთებზე, ხოლო სამერვილმა, ელანგას გოლის შემდეგ ოთხბურთიანი სტატუს-კვო აღადგინა და საბოლოო ანგარიში 5:1 დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ მუნდიალების ისტორიაში, ნიდერლანდების გუნდი მხოლოდ მერვე გახდა, რომელსაც ჯამში ას გოლზე მეტი დაუგროვდა – ბრაზილიის, არგენტინის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და იგნლისის შემდეგ. ამ სიაში, სწორედ ნარინჯისფრები არიან ერთადერთნი ჩემპიონის ტიტულის გარეშე.
F ჯგუფს, ამ მატჩის შემდეგ 4 ქულით სათავეში სწორედ კუმანის გუნდი ჩაუდგა. პოტერის ბიჭები მეორე ადგილზე იმყოფებიან სამი ქულით. ამავე ჯგუფში იაპონიის და ტუნისის ნაკრებების დაპირისპირება ჩვენი დროით დილის რვა საათზე გაიმართება.











