სუპერკომპიუტერი შარშანდელ ჩვენებას არ ცვლის.
40 000 სიმულაციაზე დაყრდნობით, ყველაზე ცნობილმა საფეხბურთო სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები გამოავლინა. ისევე, როგორც მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში, ყველაზე დიდი შანსი “არსენალს” ენიჭება. ფავორიტთა ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
- არსენალი – 23%
- ბაიერნი – 18,2%
- მანჩესტერ სიტი – 14,5%
- ბარსელონა – 7,7%
- ლივერპული – 7%
- პსჟ – 6%
- რეალი – 4,3%
- მანჩესტერ იუნაიტედი – 3,9%
- ასტონ ვილა – 3,3%
- ინტერი – 2,4%
აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც შარშან, ოპტას ალგორითმები სკეპტიკურად ეკიდება მოქმედი ჩემპიონის, “პსჟ-ს” შანსებს, რომელიც მხოლოდ 6%-ად ფასდება. ასევე, სუპერკომპიუტერის არსებობის ისტორიაში, უმცირესი შანსი მიიღო ტუნრირის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, “რეალმა” – 4.3%.
საინტერესოა, რომ გასულ სეზონშიც, ბუკმეიკერებისგან მიცემული მოკრძალებული შანსების მიუხედავად, ოპტას გამოთვლები სწორედ “არსენალს” ანიჭებდა უპირატესობას. საბოლოოდ, არტეტას გუნდი ფინალამდე მივიდა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.










